მესამე სამნიტური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
 
სამნიუმში ომი კონსულ [[გნეუს ფულვიუსი|გნეუს ფულვიუსს]] ერგო. მან ბოვიანუმთან ბრწყინვალეთ დაამარცხა სამნიტები, აიღო [[ბოვიანუმი]] და [[აუფიდენა]]. ამის შემდეგ იგი რომში [[ტრიუმფი]]თ დაბრუნდა.
 
შემდეგ [[ძვ. წ. 297]] წელს ეტრუსკებს არ ჰქონდათ ომის თავი, ამიტომ რომაელთა ყურადრება მთლიანად სამნიუმზე გადავიდა. სამნიტების დასაბნევად ახალმა კონსულებმა [[კვინტუს ფაბიუსი|კვინტუს ფაბიუსმა]] და [[პუბლიუს დეციუს მუსი (უმცროსი)|პუბლიუს დეციუს მუსმა]] ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.
 
მძიმე ბრძოლა დაიწყო, რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.
 
ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი [[ციმეტრიუმი]]. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.
 
ყველა [[ცენტურია]]მ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს [[აპიუს კლავდიუსი]] ასევე [[პატრიციები|პატრიციუსი]], თუმცა კანონის თანახმად ერთერთი კონსული [[პლებეები|პლებეი]] უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა [[პროკონსული|პროკონსულად]] დეციუსთან ერთად სამნიუმთან ომისთვის.
 
პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები [[ეტრურია]]ში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობეში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო.