ქორეპისკოპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: it:Corepiscopo
No edit summary
ხაზი 1:
'''ქორეპისკოპოსი''' ({{lang-el|χώρα}} „ხორა“ — ქვეყანა; {{lang-el2|επίσκοπος}} „ეპისკოპოს“ — მეთვალყურე, ეპისკოპოსი) — საეკლესიო ადმინისტრაციაში — ქალაქის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსის]] ხელქვეითი თანამდებობა. [[საქართველო]]ში [[პატრიარქიკათოლიკოსი]]ს თანაშემწე, აგრეთვე [[მთავარეპისკოპოსი]]ს თანაშემწე. უმრევლო ეპისკოპოსი.
 
ჩანს უძველეს საეკლესიო მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებში. სავარაუდოა, რომ საქართველოში ქორეპისკოპოსის ინსტიტუტი წარმოიქმნა იმ პერიოდში, როდესაც ქართლის საეკლესიო ორგანიზაციამ დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე მიიღო. თავდაპირველად იგი, ისევე როგორც [[ბიზანტია]]ში, სოფლის სამრევლო ეკლესიებს ხელმძღვანელობდა. ქორეპისკოპოსის თანამდებობა კარგად შეეწყო საქართველოს ეკლესიის იერარქიულ სტრუქტურას და ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე იარსება. საქართველოში, აგრეთვე მეზობელ სომხეთში, ქორეპისკოპოსის სასულიერო ტიტულმა ერთგვარი ევოლუცია და ტრანსფორმაცია განიცადა. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსებად იწოდებოდნენ. ამ ტიტულს ატარებდნენ კახეთის მთავრები — [[ვაჩე (კახეთის მთავარი)|ვაჩე]], [[სამოელი (ქორეპისკოპოსი)|სამოელ დონაური]], [[გაბრიელი (ქორეპისკოპოსი)|გაბრიელ დონაური]], [[ფადლა I]], [[კვირიკე I]], [[ფადლა II]], [[კვირიკე II]] და [[დავითი (ქორეპისკოპოსი)|დავითი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქორეპისკოპოსი“-დან