ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

ბმული
(ბმული)
'''ოკრიბა'''. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი]]ს ნაწილი ([[ტყიბულის რაიონი]]). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია [[XI საუკუნე]]ში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია მისი მეგრული სიტყვა „ოკრიბიდან“ (რაც ნიშნავს „საბატკნე–საკრავე“) წარმოშობა. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. [[რიონი]], ჩრდილოეთით, [[რაჭა|რაჭიდან]] – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, [[ლეჩხუმი]]დან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით [[არგვეთი]]ს მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი [[ქვის ხანა|ქვის ხანიდანაა]] დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო [[აზნაური|აზნაურებს]] ეკუთვნოდა. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათიგელათის საეპისკოპოსო|გელათის]] [[ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]], [[მოწამეთა]] და სხვ.
გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.
 
== ტოპონიმიკა ==
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] თავის ნაშრომში “«აღწერა სამეფოსა საქრთველოსა" წერს: ბაგრატიონებმა «რა ჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი”. ადგილობრივები ლიხის მთას «საქართველოს დედას უწოდებენ. მის ერთ ძუძუს მტკვარი წოვს, მეორეს კი რიონი”. «რიკოთის” მიმყოლი «დედაბერას” მთაა, მას ებმის «კორტოხი” _ «ჯვარი”, მერე «ბზიხევი” «პერანგაზე” ადის და «დიდკავკასიონს” უერთდება. ამით მთავრდება ლიხთ-იმერეთის ქედი, რომელიც, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, «მდებარეობს ჩრდილოდამ სამხრეთით, კავკასიიდამ ღადომდე” .
 
იმერეთი იყოფა «ზემო და ქვემო იმერეთად”. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა<ref>რ. თოფჩიშვილი; დ. შავიანიძე</ref>. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან დაწყებული [[ყვირილა]]ს და [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] რიონთან შერთვის ადგილამდე ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ქვემო იმერეთი კი, ყვირილა-ცხენისწყლის შესართავამდე მოდის. ახლანდელი ოკრიბა, რომელიც დღევანდელი ტყიბულის რაიონს მოიცავს, ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა. ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარის, იმერეთის ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია.
== სახელწოდება ==
 
ოკრიბა წყაროებში პირველად მეთერთმეტე საუკუნეშია მოხსენიებული. სახელწოდება "ოკრიბა” მომდინარეობს ზანური "კირიბ” სიტყვიდან, რაც «საბატკნეს” ნიშნავს. ხალხში გავრცელებული მეორე მოსაზრება, უფრო სწორად ლეგენდა, მოგვითხრობს: «ერთხელ აქ სოლომონ მეფეს ჩაუვლია და ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: «ვო კრებაო” და ამის შემდეგ ქვია ოკრიბა”.
== გეოგრაფია ==
 
ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ძიროვანი ოკრიბის ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. სოფელში ციხის არსებობას ადასტურებს ტოპონიმი «ნაციხვარი". «ადგილს «ნაციხვარი იმიტომ ჰქვია, რომ არის ციხე". საისტორიო საბუთებში არაა დაფიქსირებული წყალწითელას (სოფელ წყალწითელას _ დ. შავიანიძე) ციხე, რომელიც გვიან საუკუნეებში აშენებული ჩანს. მნიშვნელოვან თავდასაცავ ნაგებობას წარმოადგენს ხრესილის ციხე. სოფელ კურსებში გრიგოლ გოგოლაშვილის ეზოში დღესაცაა «ბერიციხის" ნარჩენი". ოკრიბის სათავდაცვო ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სოფელ ციხიის ციხე. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სოფელ კითხიჯში «ადგილს ჰქვია «ბერიციხე". საისტორიო წყაროებსა და საბუთებში არსად არაა დაფიქსირებული სოფელ ანტორიის ციხეც.
== ისტორია ==
 
დღევანდელი ოკრიბა ისტორიულად და ეკონომიურად დაკავშირებულია იმერეთის უძველეს ცენტრ ქუთაისთან, ქუთაისის საერისთაოსთან, რომელიც «მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, საჩინო-სალომინაო-საჩიჯავაძო და საჯავახო). მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და არგვეთში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრები. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: ოჯოლაში (6 კომლი) და საწირეში (32 კომლი). თუმცა აქვე დავსძენთ, რომ, როგორც ისტორიული დოკუმენტები, ისე ეთნოგრაფიული მასალები, ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. ოკრიბის სოფლები: ზედუბანი, დაბაძველი, საწირე, ივანოული, ძიროვანი მხეიძეთა სათავადოში შედიოდა (ვახუშტი; «გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში"; მთხრობელი ბ. ცირეკიძე, 72 წლის, 1994 წ.). ჩვენი მასალებით, «მხეიძის იყო მანდიკორი და ბობოთიც". მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. მხეიძეების ყმათაგან საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ ცუცხვათი ნაწილობრივ. გარდა ცუცხვათისა, აგიაშვილებს მამულები ჰქონდათ ტყიბულში], სკიპსა და ვაშლარი მხარეში. ოკრიბაში, ჭყეპში, სოჩხეთში, გურნაში, ახალსოფელში, ძუყნურში. აგიაშვილებს ყმა-მამულები ჰქონდათ კისორეთშიც და ანტორიაშიც. ეთნოგრაფიული მასალებით, სოფელ ანტორიაში «ადგილობრივი ყიფიანი განაგებდა". აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. ჩვენი მასალებით, ოჯოლელ ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ ლეყერეთი.
 
== წყარო ==
 
''ვახუშტი''. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4, თბილისი, 1973.
 
== ლიტერატურა ==
 
*''ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით''. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003.
*''სოსელია ო''. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური ისტორიიდან. ტ. 1, –თბილისი, 1973
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
*[http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1276 ორკიბა იმერეთის მხარის ვებგვერდზე]
 
== სქოლიო ==
 
{{სქოლიოს სია}}