ხრუშჩოვკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: zh:赫鲁晓夫楼
ბოტის დამატება: ko:흐루숍카; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Panel Khrushchev house in Tomsk.jpg|thumb|300px|პანელებიანი ხრუშჩოვკა ტომსკში.]]
[[სურათიფაილი:Brick Khrushchev house in Tomsk.jpg|thumb|300px|აგურის ხრუშჩოვკა.]]
[[სურათიფაილი:E8565-Almaty-1960s-apt-block.jpg|thumb|300px|ტიპიური პანელებიანი ხრუშჩოვკა ალმა-ატაში.]]
'''ხრუშჩოვკა''' ([[რუს.]] хрущёвка) — [[ნიკიტა ხრუშჩოვი]]ს პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსები, შექმნილი [[ვიტალი ლაგუტენკო]]ს პროექტით, რომლებიც მასიურად შენდებოდა საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში.
 
== ისტორია ==
ტრადიციული აგურით მშენებლობა შრომატევადია, შესაბამისად, ინდივიდუალურ პროექტებს დიდი დრო მიჰქონდა და გადატვრთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. საბინაო კრიზისის გადასაჭრელად 1947-51 წლებში საბჭოთა არქიტექტორები რამდენიმე ტექნოლოგიას ამუშავებდნენ დანახარჯებისა და დროის შემცირების მიზნით. 1950 წლის არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც იმხანაც მოსკოვის საქალაქო პარტკომის თამჯდომარე ხრუშჩოვი უძღვებოდა, დაბალფასიანი, სწრაფი ტექნოლოგიები საბჭოთა არქიტექტორთა მთავარ ამოცანად გამოცხადდა. ამას მოჰყვა მოსკოვში ორი [[ბეტონი]]ს ფილების ჩამომსხმელი ქარხნის გახსნა (პრესნენსკის, 1953; ხოროშევსკის, 1954). ამ დროისთვის რამდენიმე განსხვავებული ექსპერიმენტული პროექტი უკვე ხორციელდებოდა და მზა ბეტონის პანელები უდაო გამარჯვებული გამოდგა. სხვა საშუალებები, მათ შორის ბეტონის ადგილზე ყალიბებში ჩამოსხმა ან ინდივიდუალური სახლების მშენებლობა უკუგდებულ იქნა, როგორც გაუმართლებელი.
 
ხაზი 11:
პროცესი იმდენად სწრაფი და ეკონომიური გამოდგა (ხარისხს არავინ ჩიოდა), რომ ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, რაც თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.
 
== მახასიათებლები ==
ამ ტიპის სახლებში ჭერი ძირითადად 2,5 მ-ს არ აღემატებოდა, იყო ერთი- ან ოროთახიანი ბინები, გაერთიანებული სანკვანძი, შიდა კედლებს ცუდი ხმის იზოლაცია ჰქონდა. ამ სახლებში არ იყო ლიფტები. ადვილად დანგრევადი ხრუშჩოვკების სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად იყო განკუთვნილი და 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მის მცხოვრებლებს. "მყარი" ხრუშჩოვკების სერია 50 წელზე იყო გათვლილი, თუმცა გვიანდელი გამოკვლევით დადგინდა, რომ მათი რესურსის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი, დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში.
 
ხაზი 18:
ფასადის გაფორმებებში არ არის ბათქაში და სხვა დეკორატიული ელემენტები, დამახასიათებელი წინამორბედი, [[სტალინისტური არქიტექტურა|სტალინის პერიოდის]], შენობებისთვის.
 
== ხრუშჩოვის მაცივარი ==
აგურის ხრუშჩოვკის სამზარეულო მინიმალური ზომისაა, რის გამოც მისი ფანჯრის ქვეშ გაკეთდა ერთგვარი ჩაშენებული "ჩულანი" პროდუქტების შესანახად. ამ კარადის გარე კედლის სისქე, როგორც წესი, ნახევარი აგურია, ზოგიერთ ვარიანტში კი ამ კედელში არის გარე მუდმივად ღია ნახვრეტი. წელიწადის ცივ პერიოდში ეს კარადა მაცივრის დანიშნულებას ასრულებდა.
 
"ხრუშჩოვის მაცივარი" მოგვიანებით ამგვარი პანალების ტიპის მთელ შენობას დაერქვა მეტსახელად, დაბალი თბოიზოლაციის გამო.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Khrushchev houses|ხრუშჩოვკები}}
* [http://www.ukraine-observer.com/articles/228/993 ხრუშჩოვკები უკრაინაში]
* [http://www.sptimes.ru/index.php?action_id=2&story_id=5483 საბჭოთა პერიოდის ბინების გადახალისება სანქტ-პეტერბურგში]
 
 
[[კატეგორია:საბჭოთა არქიტექტურა]]
Line 38 ⟶ 37:
[[et:Hruštšovka]]
[[fi:Hruštšovka]]
[[ko:흐루숍카]]
[[lt:Chruščiovka]]
[[ru:Хрущёвка]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხრუშჩოვკა“-დან