თეოფილოს III (იერუსალიმის პატრიაქრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
== ბიოგრაფია ==
უნეტარესი თეოფილე III (ერისკაცობაში ილიას იანოპულოსი) დაიბადა [[1952]] წელს მესინიაში, (საბერძნეთი);
 
[[1964]] წელს გაემგზავრა [[იერუსალიმი|იერუსალიმში]], სადაც ხელდასხმულ იქნა [[დიაკვანი|დიაკვნად]];
 
შემდგომში მსახურობდა პატრიარქ [[ბენედიქტე I]]-თან [[არქიდიაკვანი|არქიდიაკვნად]];
 
[[1991]] წელს ხელდასხმულ იქნა [[მღვდელი|მღვდლად]] და დაინიშნა [[გალილეის კანას ეკლესია|გალილეის კანას ეკლესიის]] მოძღვრად; აქ მოღვაწეობის დროს მან დააფუძნა ორგანიზაცია „ნურ ალ მასიჰ“-ი (ნათელი ქრისტესი);
 
[[1996]] წელს გაემგზავრა [[ყატარი|ყატარში]], სადაც ვაჰაბიტურმა ორგანიზაციამ პირველად მიიღო ქრისტიანი სასულიერო პირი. პარალელურად მსახურობდა წმიდა საფლავის ეგზარქოსად ყატარში;
 
[[2000]]-[[2003]] წლებში იყო [[იერუსალიმი]]ს პატრიარქის პირადი წარმომადგენელი [[მოსკოვი|მოსკოვში]];
 
[[2005]] წლის თებერვალში პატრიარქ [[ირინეოსი]]ს მიერ დაინიშნა [[თაბორის მთა|თაბორის მთის]] [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოსად]];
 
[[იერუსალიმის საპატრიარქო]]ში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ მთავარეპისკოპოსი თეოფილე არჩეულ იქნა იერუსალიმის ეკლესიის 141-ე მეთაურად;
 
[[2005]] წლის [[22 აგვისტო]]ს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე;
 
უნეტარეს თეოფილოსს რთულ პერიოდში უწევს იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრობა. [[ისრაელის სახელმწიფო]]ს, [[პალესტინის ავტონომია]]სა და [[იორდანიის სამეფო]]ს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად აიხასება ეკლესიის მდგომარეობაზე;
 
პატრიარქი თეოფილე III არის ღვთისმეტყველების [[ბაკალავრი]] ([[ათენი]]) და [[მაგისტრი]] ([[ლონდონი]]);
 
ფლობს [[ბერძნული ენა|ბერძნულ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ]] და [[არაბული ენა|არაბულ]] ენებს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==