ორმეფობა ქართლში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ორმეფობა ქართლში''', ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში დამოწმებული ვითარება, როდესაც [[იბერია|ქართლის (იბერიის) სამეფო]] თითქოს ორად იყო გაყოფილი, მტკვარგაღმა და მტკვარგამოღმა მხარეებად, რომელთაც საკუთარი მეფეები ჰყავდათ (ერთი იჯდა [[მცხეთა]]ში, მეორე — [[არმაზი|არმაზში]]). ამგვარად, ქართლის მეფეთა სიებში მე-11 მეფის შემდეგ მოხსენიებულია 5 წყვილი, რომლებიც თითქოს ერთდროულად მართავდნენ ქვეყანას. ესენია [[ბრატმანი და ქარძამი|ბარტომი და ქართამი]], [[ფარსმანი]] და [[კაოსი]], [[აზორკი და არმაზელი|აზორკი და არმაზელი]], [[ამაზასპი (II ს.)|ამაზასპი]] და [[დეროკი]], [[ფარსმან ქველი]] და [[მირდატი]].
 
"'''[[მეფეთა ცხოვრება |მეფეთა ცხოვრების]]'''" თანახმად, ქართლის (იბერიის) მეფე [[ადერკი]] თავის ორ ძეს – [[ბარტომი |ბარტომს]] და [[ქართამი |ქართამს]] ორად გაუყო სამეფო: ბარტომს მისცა ქალაქი მცხეთა, მტკვრის პირას შიდა ქართლი, მუხნარის მხარეს ქალაქი და მთელი ქვეყანა მტკვრის ჩრდილოეთით, ჰერეთიდან ქართლის და ეგრისის ბოლომდე;
ხოლო ქართამს მისცა არმაზის მხარის ქალაქი, მტკვრის სამხრეთით ქართლი, ხუნანიდან მტკვრის სათავემდე და კლარჯეთი.<ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 43</ref>
 
ამგვარად, "'''[[მეფეთა ცხოვრება |მეფეთა ცხოვრების]]'''" ქართლის მეფეთა სიაში ადერკის შემდეგ მოხსენიებულია 5 წყვილი, რომლებიც თითქოს ერთდროულად მართავდნენ ქვეყანას. ესენია [[ბრატმანი და ქარძამი|ბარტომი და ქართამი]], [[ფარსმანი]] და [[კაოსი]], [[აზორკი და არმაზელი|აზორკი და არმაზელი]], [[ამაზასპი (II ს.)|ამაზასპი]] და [[დეროკი]], [[ფარსმან ქველი]] და [[მირდატი]].
 
„[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ მიხედვით, ორმეფობა ქართლში ახ. წ. [[57]] დაიწყო, მაგრამ უფრო სწორი უნდა იყოს „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“, რომლის ცნობითაც, მეფეთა პირველი წყვილი ძვ. წ. II საუკუნის 60-იან წლებში განაგებდა ქართლს (მათი მმართველობის დროს, [[ძვ. წ. 169]], ამ ძეგლის მიხედვით, მცხეთაში ებრაული კოლონია გაჩენილა). ამ მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს ისიც, რომ მეფეთა პირველ წყვილში შემავალი ქართამი, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ქართლის სამეფოს ფუძემდებლის [[ფარნავაზი]]ს (ძვ. წ. IV — ძვ. წ. III სს. მიჯნა) თანამედროვე [[ეგრისი]]ს მმართველის [[ქუჯი]]ს შვილიშვილის შვილიშვილი იყო (მაშასადამე, ფარნავაზის შემდეგ უნდა ეცხოვრა).
Line 5 ⟶ 10:
ზოგიერთი სპეციალისტი ორმეფობა ქართლში სამეფოს ნამდვილად ორად გაყოფად და ამ პერიოდში მეზობლების მოძალებით სამეფოს დასუსტების დამადასტურებლად მიიჩნიეს. უფრო სწორი უნდა იყოს იმ მკვლევართა მოსაზრება, რომლებიც ორმეფობაში ნამდვილი მეფეების გვერდით „მეფის შემდგომ მეორე პირთა“ — მთავარსარდლების (სპასპეტები) დასახელებას გულისხმობენ. ჩამოთვლილი წყვილებიდან ნამდვილი მეფეები უნდა იყვნენ ქართამი, ფარსმანი, აზორკი, ამაზასპი და ფარსმანი, დანარჩენები კი — სპასპეტები.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
==ლიტერატურა==
*''ინგოროყვა პ.'', ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, თხზულებათა კრებული, ტ., 4, თბ., 1976;