ახალციხის საფაშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
No edit summary
ხაზი 3:
[[1582]] მანუჩარის მეთაურობით სამცხეში დიდი აჯანყება დაიწყო. ქართველებმა გაათავისუფლეს ახალციხე და მისი სანახები. მანუჩარმა უარყო მაჰმადიანობა და სამცხის ათაბაგი გახდა. [[1587]] ოსმალებმა შეძლეს სამცხეში აჯანყების ჩაქრობა და ახალციხის ხელმეორედ დაპყრობა. [[1595]] ოსმალეთის მთავრობამ სამცხე აღწერა და „[[გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი]]“ შეადგინა. [[1607]] ირანელებმა ქართველების აქტიური დახმარებით ოსმალები განდევნეს ახალციხიდან. [[აბას I|შაჰ-აბას I-მა]] ახალციხის გამგებლად მანუჩარ II-ის შვილი 15 წლის მანუჩარი დანიშნა ([[მანუჩარ III|მანუჩარ III ათაბაგი]]), მაგრამ [[1608]] ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ახალციხე. [[1612]] ირან-ოსმალეთის ზავით ახალციხე ოსმალეთს დარჩა. ოსმალებმა მანუჩარ III-ს დაუპურისპირეს გამაჰმადიანებული მესხი ფეოდლები და განხეთქილება ჩამოაგდეს საკუთრივ ათაბაგის სახლის წევრებს შორის. [[1625]] სულთანმა ახალციხის ბეგლარბეგად დანიშნა მანუჩარ III-ის ბიძა [[ბექა III]] (საფარ-ფაშა). ამ დროიდან სამცხე-საათაბაგოს ქართულმა ფეოდალურმა სამთავრომ პოლიტიკური არსებობა შეწყვიტა.
 
ახალციხის საფაშოს პოლიტიკური ორგანიზაცია ოსმალეთის საფუძველზე იყო მოწყობილი, თუმცა ინარჩუნებდა მთელ რიგ თავისებურებებს, რომლებითაც განსხვავდებოდა ოსმალეთის სხვა პროვინციებისაგან. ახალციხის საფაშოს ოსმალეთის ჩვეულებტიოვი მოხელე კი არ განაგებდა, არამედ ათაბაგთა (ჯაყელების) საგვარეულოს გამაჰმადიანებული წარმომადგენელი. ფაშობის თანამდებობა აქ მემკვიდრეობით გადადიოდა. ეს უფლება თითქმის ახალციხის საფაშოს გაუქმრბამდეგაუქმებამდე შეინარჩუნეს. ახალციხის საფაშოს ორ-ორ ან სამთუღიანი ფაშა (ბეგლარბეგი) მართავდა. იგი განაგებდა საფაშოს სამოქალაქო და სამხედრო საქმეებს, რომელთა საწარმოებლად მისი თავმჯდომარეობით დივანი („ფაშა-დივანი“) იკრიბებოდა. საფაშო საჯანყებად იყოფოდა. სანჯაყს (ლივა) სანჯაყ-ბეგი მართავდა. სანჯაყთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ახალციხის საფაშო მთლიანად არ მოიცავდა სამცხე-საათაბაგოს ყოფილ ტერიტორიას. მისი ნაწილი ([[ისპირი]], [[თორთუმი]], [[პატარა არტაანი]], [[ნამერავანი]]) ოსმალებმა სხვა საფაშოებს შეუერთეს. საფარ-ფაშას დროს ოსმალებმა ხელახლა აღწერეს ახალციხის საფაშო ისინი აქ ნერგავდნენ ოსმალეთის მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესებს, საგადასახადო სისტემას, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს ქართული წესების მთლიანად ამოგდება.
 
ახალციხის საფაშოს ოთხი სანჯაყი ბოძებული იყო „იურთლუქისა“ და „ოჯაქლიქის“ წესით კერძო საკუთრებად, რომელთა გამგებლები (გამაჰმადიანებული ქართველები ბეგები) მემკვიდრეობით ფლობდნენ მათ. ეს სანჯაყები არ იყო გაერთიანებული „დავთარში“, არ ექვემდებარებოდა ოსმალეთის საგადასახადო სისტემას და მათი შემოსავალი ბეგებს ეკუთვნოდა, ხოლო თვით სანჯაყ-ბეგი ადმინისტრაციული დამოუკიდებლობითა და მართლმსაჯულების უფლებით სარგებლობდა.