დავით II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
გამეფებისას 29 წლისა იყო. [[სოლომონ I]]–ის მიერ ტახტზე მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს (მომავალი [[სოლომონ II]]) ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და პაპის – ერეკლე II–ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და [[პაპუნა წერეთელი |პაპუნა]] და [[ზურაბ წერეთელი (იმერეთი)|ზურაბ]] წერეთლების, [[ბერი წულუკიძე |ბერი წულუკიძის]], [[კაცია II დადიანი]]სა და [[გიორგი V გურიელი]]ს ხელშეწყობით გამეფდა.
 
დავითმა [[1784]] წლის თავი მეფედ გამოაცხადა და [[26 აპრილი |26 აპრილს]] მან(ახ. სტ. [[9 მაისი]]) დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I–ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ იმავე წელს ქვეშევრდომობა სთხოვა.
 
ამით უკმაყოფილო თავადები ([[პაპუნა წერეთელი]], [[ბერი წულუკიძე |ბერი წულიკიძე]] და სხვები) დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს. დავით II-მ მოწინააღმდეგე თავადები გადააყენა და მათ ადგილზე თავისი ერთგულნი დააწინაურა. ამით ურთიერთობა მათ შორის უფრო გამწვავდა. მოწინააღმდეგე თავადთა პოზიცია გაძლიერდა [[1788]]-იდან, როცა მათ [[სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო |ოდიშის]] ახალი მთავარი [[გრიგოლ დადიანი]]ც შეუერთდა. დადიანმა პოლიტიკური მიზნით დავით არჩილის ძე თავის დაზე, [[მარიამ დედოფალი (იმერეთი) |მარიამზე]] დააქორწინა. [[მათხოჯის ბრძოლა 1789|მათხოჯის ბრძოლაში (1789)]] დავით II დამარცხდა და [[ახალციხის საფაშო]]ში გაიქცა, დავით არჩილის ძე კი მეფედ გამოაცხადეს [[სოლომონ II]]-ის სახელით. [[1790]] დავით II ახალციხის საფაშოს ჯარით იმერეთში შეიჭრა და მოახერხა ტახტის ძალზე მცირე ხნით დაბრუნება. სოლომონმა იმავე წლის დამლევს დაიბრუნა ტახტი. შემდეგში დავით II [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] შუამდგომლობით იმერეთში დაბრუნდა, საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. [[1792]] და [[1794]] წლებში მომხრე დიდებულთა დახმარებით იგი კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხადა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა, სადაც გარდაიცვალა.
ხაზი 40:
{{მემკვიდრეობის ყუთი| ტიტული= [[იმერეთის სამეფო|იმერეთის მეფე]]| წინამორბედი= [[სოლომონ I]]| შემდეგი= [[სოლომონ II]] | წლები= [[1784]] - [[1789]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
==ლიტერატურა==
* David Marshall Lang, The Last Years of the Georgian Monarchy, 1658-1832. New York: Columbia University Press, 1957.
 
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}