გრიგოლ დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გრიგოლ დადიანი''' (დ. [[1770]] ― გ. [[23 დეკემბერი]], [[1804]]), [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]] მთავარი [[1788]]-[[1804]] წლებში, [[კაცია II დადიანი]]ს ძე.
'''გრიგოლ დადიანი''' (დ. [[1770]] ― გ. [[23 დეკემბერი]], [[1804]]), [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]] მთავარი [[1788]]-[[1804]] წლებში. [[1879]] წელს [[სოლომონ II|სოლომონ II-ს]] დაეხმარა იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში. 1792 წელს გრიგოლ დადიანს დაუპირისპირდა სოლომონ II-ის ძმა [[მანუჩარ II დადიანი|მანუჩარი]]. მანუჩარმა სოლომონ II-ის დახმარებით გრიგოლ დადიანი ოდიშიდან გააძევა. აფხაზეთის მთავრისა და იმერეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტის [[დავით II, გიორგი VII-ის ძე|დავით II-ის]] (დავით გიორგის ძის) დახმარებით გრიგოლ დადიანი რამდენჯერმე შეეცადა ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 1796 წელს იგი ქართლ-კახეთის სამეფოში გადავიდა, შემდეგ [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] დახმარებით სოლომონ II-ს შეუერთდა. ერთხანს მის კარზე ცხოვრობდა. შემდეგ დაიბრუნა ოდიშის სამთავრო და მანუჩარს საუფლისწულოდ სალიპარტიანო მისცა. რამდენიმე წლის შემდეგ გრიგოლ დადიანმა ისევ დაკარგა ტახტი, რომელიც საბოლოოდ 1802 დაიბრუნა.
 
[[1788]] წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა სამთავროს ტახტი. იმერეთის მეფემ, [[დავით II (იმერეთის მეფე) |დავით II]]-მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და [[სამეგრელოს სამთავრო]]ს დამორჩილებისა და [[ლეჩხუმი]]ს ხელში ჩაგდების მიზნით ოდიში დალაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა. სამეგრელოში კი ამ დროს მისი ძმა [[მანუჩარ II დადიანი |მანუჩარ II]] გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია. ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი [[ქაიხოსრო გელოვანი]] და [[სახლთუხუცესი]] [[გიორგი ჩიქოვანი]]. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, [[ერეკლე II]]-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი [[სოლომონ II |დავით არჩილის ძე]], მომავალი იმერეთის მეფე სოლომონ II. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ერეკლემ გამოიყენა დადიანისა და იმერთა მეფის კონფლიქტი და იმერეთში ჯარი გააგზავნა.
 
ამ ჯარის დახმარებით, სოლომონმა (დავით არჩილის ძე) და გრიგოლ დადიანმა 1789 წლის [[11 ივლისი |11 ივლისს]], [[მათხოჯის ბრძოლა 1789 |მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში]] დაამრცხეს იმერეთის მეფე დავითი, რომელმაც [[ახალციხის საფაშო]]ს შეაფარა თავი. იმერეთის ტახტი კი სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძემ დაიკავა. გრიგოლ დადიანმაც დაიბრუნა ოდიშის ტახტი.
 
მიუხედავად გრიგოლ დადიანის დამსახურებისა სოლომონ II-ის წინაშე, მათ შორის ძალიან მალე ლეჩხუმის საკითხზე განხეთქილება ჩამოვარდა. [[ლეჩხუმის სამოურავო]] ამ დროს ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა იმერეთის სამეფოში. მას განაგებდა [[სარდალ-მოურავი]], რომლებიც უმთავრესად [[გელოვანები |გელოვანთა საგვარეულოდან]] იყვნენ.
 
დადიანს ლეჩხუმი ოდიშის სამთავროს ნაწილად მიაჩნდა, სოლომონს კი, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, არ შეეძლო ოდიშის მთავრის ვიწრო ფეოდალური ინტერესების დაკმაყოფილება. მეფემ გრიგოლ დადიანს მისი ძმა [[მანუჩარ II დადიანი |მანუჩარი]] დაუპირისპირა, რომელსაც [[1792]] წელს გამთავრებაში დაეხმარა. გრიგოლმა დახმარებისათვის ჯერ ახალციხის ფაშას მიმართა, შემდეგ [[ერეკლე II]]-ს, რადგან გრიგოლის მეუღლე [[ნინო ბაგრატიონი]] ერეკლეს შვილიშვილი იყო. ერეკლემ იკისრა კიდეც შუამდგომლობა გრიგოლსა და სოლომონს შორის, მაგრამ იმერთის მეფე არ აპირებდა გრიგოლისთვის ტახტის დაბრუნებას. ამ ვითარებაში მანუჩარმა 7 წლის მანძილზე იმთავრა. ბოლოს, [[1799]] წელს, გრიგოლმა თავისი ბიძის [[გიორგი დადიანი]]სა და ლეჩხუმის სარდალ-მოურავის [[ქაიხოსრო გელოვანი]]ს დახმარებით შეძლო სამეგრელოში გადასვლა. ისინი [[ნოღას ციხე]]ში გამაგრდნენ, სოლომონმა და მანუჩარმა ალყა შემოარტყეს ნოღას ციხეს, მაგრამ ვერ აიღეს და იმერეთის მეფე იძულებული შეიქნა გარიგებოდა გრიგოლს. ამ უკანსკნელმა დადიანობა მიიღო, ხოლო მანუჩარმა – სალიპარტიანო. სოლომონისა და დადიანის ამ ბრძოლაში [[ქართლ-კახეთის სამეფო |ქართლ-კახეთის]] მეფე [[გიორგი XII]] თავის სიძეს, გრიგოლ დადიანს, უმაგრებდა ზურგს და საქართველოს გამოხსნისათვის მებრძოლ სოლომონს ამით ნიადაგს აცლიდა.
 
ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნების მიუხედავად გრიგოლის ხელისუფლება სუსტი იყო, რადგანაც ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, რომლის დახმარებითაც ხელახლა გამთავრდა, რეალურად უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს ოდიშში. ამ გარემოებას გრიგოლმა თავი იმით დააღწია, რომ იმავე წელს მოაკვლევინა ქაიხოსრო გელოვანი. არც იმერეთის მეფესა და გრიგოლს შორის იყო მშვიდობა, მათი ფარული მტრობა კვლავაც გრძელდებოდა.
 
იმერეთის მეფემ [[1802]] წელს კიდევ ერთხელ შეძლო გრიგოლისათვის სამთავროს ჩამორთმევა და ამჯერად მისი უმცროსი ძმა [[ტარიელ დადიანი |ტარიელი]] ([[1793]]-[[1794]]; [[1802]]) გაამთავრა. გრიგოლმა დახმარება თურქული ორიენტაციის [[აფხაზეთის სამთავრო |აფხაზ მთავარს]] [[ქელეშ-ბეგ შერვაშიძე]]ს სთხოვა. ამ უკანასკნელმა მძევლად უფროსი შვილი ლევანი და ფული მოსთხოვა, მაგრამ გრიგოლი ამ გარიგებაზე ვერ წავიდა და გადამწყვეტ მომენტში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამ ნაბიჯით გრიგოლ დადიანი იმერეთის მეფისაგან თავის დახსნას და სამთავროს “დამოუკიდებლობის” გადარჩენას შეეცადა. სწორედ ამ დროს რუსეთის დიპლომატია [[კონსტანტინოპოლი |კონსტანტინოპოლში]] ოსმალეთის დაყოლიებას ცდილობდა, ეცნო რუსეთის მფარველობა ოდიშსა და იმერეთზე. დადიანის დაჟინებული თხოვნა რუსეთისათვის სწორედ რომ დროული აღმოჩნდა.
 
რუსეთის ხელისუფლებამ ვითარება სათანადოდ შეაფასა და დადიანის თხოვნა იმერეთის მეფის დასასუსტებლად გამოიყენა. ნიშნად დადიანისადმი კეთილგანწყობისა, რუსეთის იმპერატორმა მას [[წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი]] (Орден Святого Александра Невского) გამოუგზავნა. კონსტანტინოპოლიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე, რომ იმპერატორის დავალებით, [[პავლე ციციანოვი]] მოქმედებას შეუდგა: [[1803]] ივლისში მან სამფარველო ხელშეკრულების ტექსტი შეიმუშავა და დადიანს ერთგულების ფიციც ჩამოართვა. იმავე წლის [[2 ოქტომბერი |2 ოქტომბერს]] დადიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტი ძალაში შევიდა დეკემბერში, როდესაც ოსმალეთმა ოდიში რუსეთს ოფიციალურად “დაუთმო”. მფარველობითი ხელშეკრულება, [[ალექსანდრე I (რუსეთი) |ალექსანდრე I]]-მა [[1804]] წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.
 
ხელშეკრულების თანახმად, დადიანი რუსეთისმიერ საქართველოში დანიშნულ მთავარსარდლის მორჩილი ხდებოდა; დადიანს რჩებოდა შეზღუდული თვითმმართველობის უფლება; რუს მოხელეებს შეეძლოთ სამთავროს საშინაო საქმეებში ჩარევა; სამეგრელოში რუსული სამხედრო შენაერთი უნდა ჩამდგარიყო, რომლის დაბინავებასა და მომარაგებაზე დადიანს უნდა ეზრუნა; ასეთ პირობებში უნარჩუნდებოდა გრიგოლ დადიანს “მთავრობა”, რითაც მთავარი დიდად კმაყოფილი დარჩენილა, რადგან მისი აზრით, მთავარი “მტრის”, სოლომონ II-ის შემოტევას გადაურჩა. უკვე [[1804]] წელს სამეგრელოში რუსული პოლკი ჩადგა, ზღვიდან კი [[ყულევი]]ს ნავსადგურში რუსებმა გემებით ახალი სამხედრო ძალა შემოიყვანეს. ყულევის სამხედრო ნაწილი უკვე სოლივით იყო შემოჭრილი ოსმალთა გარნიზონებით შავი ზღვის ნაპირზე. ეს იყო რუსეთის უომრად მიღწეული დიდი გამარჯვება [[კავკასია]]ში ბატონობისათვის, რაშიც “ლომის წვლილი” გრიგოლ დადიანს ეკუთვნოდა. იმერეთის დაპყრობა უკვე დროის საქმე იყო.
 
იმერეთის მეფისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სოლომონი მიხვდა, რომ სამეგრელოს დაკარგვით იმერეთის დაკარგვის საფრთხე ახლოვდებოდა.
 
[[1804]] წელს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა. იგი მოწამლეს მისმა მოწინააღმდეგე თავადებმა. მისი მემკვირდე 12 წლის [[ლევან V დადიანი |ლევანი]] ამ დროისთვის შერვაშიძის მძევლობაში იმყოფებოდა. ციციანოვის ჩარევის შემდეგ ლევანი ოდიშს დააბრუნეს და, რუსეთის დახმარებით, იმავე, [[1804]] წელს გაამთავრეს.
 
ამ დროისათვის სოლომონ II-ს გადაწყევიტილი ჰქონდა ოდიშის სამთავროს გაუქმება. შევიწროებულმა გრიგოლ დადიანმა დახმარებისათვის მიმართა აფხაზეთის მთავარს, რომელსაც მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე [[ლევან V დადიანი|ლევანი]]. გრიგოლ დადიანმა დახმარება რუსეთის მთავრობასაც სთხოვა. 1803 წლის ივლისში მან რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო. იმავე წლის დეკემბერში ხელი მოაწერა მფარველობით ხელშეკრულებას, რომელიც ალექსანდრე I-მა 1804 წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.
 
==ლიტერატურა==
* დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, ს. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962
* დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოცემა, თბ., 1941
* Акты кавказскои археологичевскои комиссииб Т. I (საბ. №760 ) и Т. II (საბ. №968, 342, 919, 461–462)
* თ. ჟორდანია, ქრონიკები III, თბ., 1967
*''დუმბაძე მ.,'' დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
* აბესალომ ტუღუში, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ზუგდიდი, 1999
* მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო (1462–1810), თბ., 1989
* ნონა ჟველია, ოდიშის სამთავროს შიდაქართული და საგარეო ურთიერთობების ისტორიიდან, ქუთ., 1995
* ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 2006
*''ბერაძე თ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.qim.ge/grigol%20dadiani.html გრიგოლ დადიანი, ოდიშის მთავარი 1788-1804 წწ.]
{{სამეგრელოს ერისთავები და მთავრები}}
{{თარგი:დადიანები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_დადიანი“-დან