ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|ეფრემ|ეფრემ}}
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა '''ეფრემ II''' (ერისკაცობაში ''გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე'') (* [[19 ოქტომბერი]], [[1896]] ― † [[7 აპრილი]], [[1972]]), [[ქართველები|ქართველი]] სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველო|სრულიად საქართველოს]] [[კათოლიკოსი|კათოლიკოს-პატრიარქი]] და [[მცხეთა]]-[[თბილისი]]ს მთავარეპისკოპოსი [[1960]]-[[1972]] წლებში. [[1918]] დაამთავრა [[თბილისი]]ს სასულიერო სემინარია, [[1925]] - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. [[1922]] აღიკვეცა ბერად. [[1927]]-იდან იყო [[ნიკორწმინდა|ნიკორწმინდის]] ეპისკოპოსი. [[1944]]-იდან ეკავა [[ქუთაისი|ქუთაის]]-გაენათის კათედრა. [[1946]]-იდან მიტროპოლიტი. [[1952]]-იდან განაგებდა [[ბათუმი|ბათუმ]]-შემოქმედისა და [[ჭყონდიდი]]ს ეპარქიებს. [[1960]]-იდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
 
==ლიტერატურა==
* საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
 
{{დაიწყე ყუთი}}