დავით V (დევდარიანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა '''დავით V''' (ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) (*[[6 აპრილი]], [[1903]], სოფ. მიროწმინდა, [[ხარაგაული]]ს რაიონი ― † [[ 9 ნოემბერი]], [[1977]], [[თბილისი]]), [[საქართველო |სრულიად საქართველოს]] [[კათოლიკოსი | კათოლიკოს-პატრიარქი]] და [[მცხეთა]]-[[თბილისი]]ს მთავარეპისკოპოსი [[1972]]-[[1977]] წლებში. 1917 წელს დაამთავრა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი. [[1918]] წლის [[1 აგვისტო]]ს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) დაადგინა მირონწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. [[1927]] წლის 26 თებერვალს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელნი და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. [[1928]] ხარაგაულის ოლქის მთავარი ხუცესი. [[1929]]-იდან თბილისში მსახურობდა სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნედ. [[1932]]-[[1945]] თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში, [[1945]]-[[1947]] - კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. [[1956]] წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა [[მელქისედეკ III]] ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს [[არქიმანდრიტი]]ს წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს კი ეპისკოპოსად აკურთხეს (განაგებდა არგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). [[1959]]-[[1972]] სრულიად საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი]]ს [[ქორეპისკოპოსი]]. [[1972]] წლის 1 ივლისს საქართველოს XII საეკლესიო კრებამ იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. [[ინტრონიზაცია]] შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში. სსრკ და საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტების წევრი. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
 
==ლიტერატურა==
* საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
 
{{დაიწყე ყუთი}}