ჯალალედინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
 
{{მმართველი
|თანამდებობა = 35-ე მმართველი
Line 31 ⟶ 29:
ჯალალედინმა თავის დაღწევა მოახერხა და სამი წელი ინდოეთში გაატარა, სანამ სპარსეთში დაბრუნდებოდა. აქ ის საკუთარ არმიას უყრის თავს და იმპერიას იბრუნებს. ჯალალედინი ძალაუფლების კონსოლიდაციას მაინც ვერ ახერხებს და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მონღოლთა, ტახტის პრეტენდენტთა და თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში ატარებს.
 
საბოლოოდ ის ძალაუფლებას სპარსეთში მონღოლებს უთმობს ალბორზის მთების ბრძოლაში და [[კავკასია]]ში გარბის, მანამდე ის ქალაქ [[თავრიზი|თავრიზს]], ხოლო კავკასიაში [[თბილისი|თბილისს]] იღებს [[1226]] წელს.<ref>Grousset, Rene, The Empire of the Steppes, (Rutgers University Press, 1991), 260</ref> ის მცირე ხნით თურქ-სელჩუკებს ამარცხებს და ქალაქ ხლათს იღებს, თუმცა მოგვიანებით სულთანმა ქაიყუბად I-მა დაამარცხა იასი ჩემენის ბრძოლაში [[1230]] წელს. [[1231]] წელს იგი სელჩუკების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.
 
ჯალალედინის მიმდევრები მისი ერთგული დარჩნენ და [[სელჩუკები|სელჩუკთა]] მიწებს არბევდნენ [[ჯაზირა]]სა და [[სირია]]ში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აიუბიდის სულთანმა სალი აიუბმა მოგვიანებით ისინი დაიქირავა საკუთარი ბიძის, სალიჰ ისმაილის მოსაკლავად და მათ [[1244]] წელს [[იერუსალიმი]] აიღეს. „ხვარეზმელები“, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[მამლუქი|მამლუქებად]] მსახურობდნენ შემდგომში, სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა არ გაანადგურა.
 
[[1226]] წელს, როცა ჯალალედინმა აიღო თბილისი, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა. საკუთარი რწმენა ანუ [[მართლმადიდებლობა]] ერდროულად 100 000-მა ქართველმა დაიცვა. მათ თავი გასწირეს და არ გაიარეს ხიდზე გაწყობილ ხატებზე. ვინც არ გაივლიდა, მას თავს კვეთდნენ. დედებს ბავშვებს უკლავდნენ, ჩვილებს ქვებზე უნარცხებდნენ, მაგრამ იმ დღეს არც ერთმა ქართველმა არ შეირცხვინა თავი და ხატებზე არ გაიარა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის 100 000 უდიდესი გმირი წმინდანად შერაცხა.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
==ლიტერატურა==
* Grousset, Rene, The Empire of the Steppes, Rutgers University Press, 1991
 
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1231]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯალალედინი“-დან