ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: == ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა == ჰოგვორტსის მაგიი...
(განსხვავება არ არის)

09:50, 11 ივლისი 2010-ის ვერსია

ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა

ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა არის ნახსენები ჯოან როულინგის გახმაურებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნში(რომლის მიხედვითაც ფილმიც გადაიღეს) ჰარი პოტერი! ეს არის სკოლა სადაც პატარა ნიჭიერი ჯადოქრები სწავლობენ ჯადოქრობას და მათი აქ მოსვლის შემდეგ ჰოგვორტსი მათი სახლია 7 წლის განმავლობაში!ჰოგვორტსი არის მეტად დაცული ადგილი თუ მას მაგლი (ანუ არაჯადოქარი) შეხედავს, დაინახავს ნახევრად დანგრეულ სახლს. ასევე ის დაცულია უცხო ჯადოქრებისგანაც!ჰოგვორტსში არის 4 ჯგუფი:გრიფინდორი, ჰაპლეფაპი, რეივენქლო, სლიზერილი.

     ჰოგვორტსი ჯადოსნური სკოლა რომელიც 1000 წლის წინ 4 ხმა აჯდოქარმა დაარსეს. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც ჯადოქრები ასევე მაგლები. რომლებსაც ჯადოსნობის ნიჭი აღმოაჩნდებათ ჰოგვორტსის ამჟამინდელი დირექტორია პროფესორი მაკგონაგელი. ასევე იყვნენ სევერუს სნეიპი და ალბუს დამბლდორი ორივე ვოლდემორთან ბრძოლამ შეიწირა. ახლა კი გავეცნოთ კლუბის დამააარსებლებს.

როენა რეივენქლო

როენა რეივენქლო – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი სახელის საპატივსაცემოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “რეივენქლო” უწოდეს. მისი სიმბოლოებია არწივი ლურჯ და ბრინჯაოსფერ ფონზე. რეივენქლო ადამიანებში აფასებდა სიბრძნეს, აზროვნებას და იუმორის გრძნობას. ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. როენა რეივენქლოს ჰყავდა ქალიშვილი ელენა, რომელმაც დედას დიადემა მოჰპარა, რადგან სურდა მასზე ბრძენი გამხდარიყო. როენა ამ ამბავს გულდასმით მალავდა, მაგრამ სიკვდილის წინ თავის ქალიშვილს სთხოვა მისულიყო მასთან და ამით ყველაფერს აპატიებდა, თუმცა როენა მალე გარდაიცვალა და სიკვდილის წინ შვილის ნახვას ვერ მოესწრო.

ჰელგა ჰაპლეპაფი

ჰელგა ჰაპლეპაფი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს ეწოდა “ჰაპლეპაფი”. ამ ჯადოქრის სიმბოლოებია მაჩვი შავ-ყვითელ ფონზე. ჰელგა ჰაპლეპაფი ხალხში აფასებდა ლოიალურობას, პატიოსნებას და შეუპოვრობას. სწორედ ამ კრიტერიუმებით ირჩევდა ის მოსწავლეებს. ჰელგა ჰაპლეპაფი შესანიშნავად ფლობდა კულინარიას. მრავალი საჭმელი, რომელიც ჰოგვორტსში დღესასწაულებზე ჩნდება, სწორედ ჰელგა ჰაპლეპაფის რეცეპტებითაა დამზადებული.


სალაზარ სლიზერინი

სალაზარ სლიზერინი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემოდ სლიზერინი ეწოდება ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს. სალაზარ სლიზერინის სიმბოლო გველი იყო, რადგან ეს ცნობილი ჯადოქარი პარსელი იყო და გველების ენაზე საუბარი შეეძლო. სალაზარ სლიზერინი ცნობილი იყო ლეგილემენციის კარგი ცოდნით და ჯადოქართა წმინდასისხლიანობისთვის ბრძოლით. ხალხში აფასებდა ცბიერებას და ძალაუფლებისადმი სიყვარულს. სწორედ ამ კრიტერიუმებით ირჩევდა ის მოსწავლეებს. სალაზარ სლიზერინი ფიქრობდა, რომ ჰოგვორტსში მხოლოდ წმინდასისხლიანებს უნდა ესწავლათ, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა გოდრიკ გრიფინდორთან, როენა რეივენქლოსთან და ჰელგა ჰაპლეპაფთან. განრისხებულმა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა სკოლა დატოვა, თუმცა წასვლამდე ჰოგვორტში საიდუმლო ოთახი შექმნა, სადაც საზარელი მონსტრი, ბასილისკო დამალა. ბასილისკოს მოვალეობა მუქსისხლიანი ჯადოქრების დახოცვა იყო. ოთახის პოვნა ბევრმა ჯადოქარმა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს, გველის ენის მცოდნეს შეეძლო. საბოლოოდ ოთახი ჰარი პოტერმა იპოვა და ბასილისკო მოკლა

გოდრიკ გრიფინდორი

გოდრიკ გრიფინდორი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხოვრობდა დაახლ. 1000 წლის წინათ. მის საპატივსაცემოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “გრიფინდორი” ეწოდა. ასევე მის სახელს ატარებს სოფელი, სადაც ის დაიბადა. გრიფინდორის სიმბოლო იყო ოქროსფერი ლომი წითელ ფონზე. გოდრიკ გრიფინდორი ხალხში ყველაზე მეტად აფასებდა სიმამაცეს და თავდადებას. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ჰოგვორტსის სხვა დამაარსებლებსაც თავისი ხედვა ჰქონდათ და სტუდენტებს თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევდნენ. დაისვა კითხვა, თუ ვინ გაანაწილებდა სტუდენტებს გოდრიკ გრიფინდორის, სალაზარ სლიზერინის, როენა რეივენქლოს და ჰელგა ჰაპლეპაფის სიკვდილის შემდეგ. ეს პრობლემა გრიფინდორმა გადაწყვიტა. მან მოაჯადოვა თავისი ძველი ქუდი ისე, რომ ის ჰოგვორტსის დამაარსებლებივით საზღვრავდა თუ რომელ კლუბში უნდა გაემწესებინა მოსწავლე. ჰარი პოტერის მეორე წიგნში ბასილისკოსთან ბრძოლაში ჰარის სწორედ გრიფინდორის ხმალი და ძველი ქუდი გამოადგება. ის ხმალს ქუდიდან ამოიღებს, რაც დამბლდორის სიტყვით იმას ნიშნავდა, რომ ჰარი ნამდვილი გრიფინდორელი იყო.