კოძიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
რთულია ამ ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრა. ამ მხრივ ნაწარმოები არის ძველი ლიტერატურის [[რელიგიური სინკრეტიზმი]]ს საუკეთესო მაგალითი. კოძიკი არის [[მითი|მითები]]სა და [[ლეგენდა|ლეგენდები]]ს კრებული, ძველი სიმღერების კრებულია და ისტორიული ქრონიკა. წინასიტყვაობის თანახმად, იაპონელმა მთხრობელმა [[ჰიედა-ნო-არე]]მ ახსნა, ხოლო ჩაწერა ტახტთან დაახლოებულმა [[პირმა ო-ნო იასუმარო]]მ. წინასიტყვაობის თანახმად, ამ ორმა იაპონელმა ჩაწერა საკუთარი ერის გმირული და მითოლოგიური ეპოსი. კოძიკის დამუშავება დასრულდა [[712|712 წელს]], დედოფალ ჰემეის მმართველობის დროს.<ref name="iapon"/>
 
ჩვენამდე არ არის მიღწეულიკოძიკისმიღწეული კოძიკის ორიგინალი. უძველეს და ყველაზე სრულად შენახულ ვარიანტად ითვლება ე.წ. „სიმპუკუძის წიგნი”, რომელმაც სახელი ქალაქ [[ნაგოია]]ში მდებარე [[სიმპუკუძი]]ს ტაძრის საპატივსაცემოდ მიიღო. ბერ კენიუს მიერ ამ ვარიანტის შექმნა თარიღდება [[1371]]—[[1372|1372 წლებით]].<ref name="iapon"/>
 
„კოძიკი” შედგება სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილი შეიცავს მითების ციკლსა და მასთან დაკავშირებულ ლექსებს – ეს ნაწილი იწყება მსოფლიოს კოსმოგონიურად შექმნის მითისგან, დედამიწის შექმნით, ხოლო მთავრდება ღვაებებისა და გმირების საქმეების მოთხრობით. აქვე მოთხრობილია იაპონიის პირველი იმპერატორის – ძიმუს წარმოშობისა და იაპონიის დაარსების შესახებ.<ref name="iapon"/>
 
„კოძიკის” მეორე ნაწილი საინტერესოა უპირველეს ყოვლისა ფოლკლორული მასალებით, მითები თანდათან გადადიან ლეგენდარულ, ხოლო შემდეგ რეალურ ისტორიაში – კამუიამატო ივარე-ჰოკის ლაშქრობით დაწყებული და დამთავრებული მეხუთე სუკუნის იაპონელი ბელადის – [[ჰომუდა ვაკესვაკე]]ს მმართველობის აღწერით.<ref name="iapon"/>
 
მესამე ნაწილში მოთხრობილია მმართველი დინასტიის შესახებ და რამდენიმე სხვა ისტორიული მოვლენა, [[628|628 წლამდე]].<ref name="iapon"/>
 
მითების სიუჟეტები, რომლებიც მოცემულია პირველ ნაწილში, ხდბეახდება მაღალი ცის ველზე – ღმერთების სმფლობელოშისამფლობელოში, სიბნელის ქვეყანაში – ქვესკნელში და ლერწმის ველზე – დედამიწაზე. ცენტრალურად ითვლება მითი ქალღმერთ ამატერასუს დაბადებასა და მისი გაქცევა ცის გამოქვაბულში. ფართოდ ცნობილია ასევე მოთხრობები „[[იამატოტაკერუ]]ს” – ცნობილ იპონელ გმირზე და მეომარზე.<ref name="iapon"/>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოძიკი“-დან