თერგდალეულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
ორთო
ხაზი 3:
თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი ხალხის როგორც ეროვნულ, ისე სოციალურ განთავისუფლებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთისა და ევროპის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს; იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კურსში. მათი პროგრამით, თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა.
 
თერგდალეულთა მიერ გამოცემულ ჟურნალებში განიხილებოდა [[საქართველოს ისტორია]]სა და [[ქართულისაქართველოს კულტურა|კულტურასთან]], თანადროულ პოლიტიკურ, სოციალურ და აკონომიკურეკონომიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები.
 
თერგდალეულთა მოღვაწეობა დაემთხვა რუსიფიკაციის პოლიტიკის გაძლიერებას. რუსულმა ხელისუფლებამ ტერმინ „საქართველოს“ აკრძალვაც კი მოინდომა და პრესაში შეიძლებოდა მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების მოხსენიება.
ხაზი 9:
ილია ჭავჭავაძემ და მისმა მომხრეებმა ამ რთულ პერიოდშიც მოახერხეს ეროვნული საქმის გაგრძელება. მათი თაოსნობით თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სათავადაზნაურო ბანკები დაარსდა. ბანკის მიერ გაღებული თანხის უდიდესი ნაწილი ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსებას მოხმარდა. [[1879]] წელს შეუქმნა „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება]]“ (პირველი თავმჯდომარე [[დიმიტრი ყიფიანი]]). საზოგადოების მეცადინეობით გაიხსნა სკოლები, გამოიცა სახელმძღვანელოები და სხვა სახის ნაშრომები, შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა, დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა.
 
70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრეების ჯგუფს ([[აკაკი წერეთელი]], [[იაკობ გოგებაშვილი]], [[ვაჟა-ფშაველა]], [[ალექსანდრე ყაზბეგი]] და სხვები) „[[პირველი დასი]]“ ეწოდა, ხოლო [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] [[გიორგი წერეთელი (მწერალი)|გიორგი წერეთლის]] [[სერგეი მესხი]]ს და სხვათა ჯგუფს, რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახვილებდნენ – „[[მეორე დასი]]“.<ref>''ნ. ასათიანი'', ისტორია 11, გვ. 346336 – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ., 2009.</ref>
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თერგდალეულები“-დან