რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Minerwa_from_Bath.jpg შეიცვალა Minerva_from_Bath.jpg-ით)
ხაზი 8:
ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: [[იუპიტერი]], [[მარსი]] და [[კვირინი]]. მათ არანაირი მითები არ უკავშირდებოდათ. მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეტრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები და გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.
[[სურათი:Minerwa from BathMinerva_from_Bath.jpg|thumb|left|მინერვას თავი]]
თანამედროვე მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველ რიგში სავარაუდოდ ქურუმული წიგნები ”[[ინდიგიტამენტები]]” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია [[პონტიფიკები|პონტიფიკების]] მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია [[ძვ. წ. I ათასწლეული|I ათასწლეულის]] დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.