აბულფაზ ელჩიბეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: eo:Abulfaz Elĉibej
Robot: Cosmetic changes
ხაზი 59:
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''აბულფაზ ელჩიბეი''' ({{lang-az|Əbülfəz Elçibəy}}; [[24 ივნისი]], [[1938]], [[ნახჭევანი]] [[აზერბაიჯანი]]– [[22 აგვისტო]], [[2000]], [[ანკარა]] [[თურქეთი]]) – აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი საბჭოთა [[დისიდენტი]]. აზერბაიჯანის პირველი არჩეული, არა–კომუნისტი [[პრეზიდენტი]]. 1989 წლიდან [[აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი]]ს თავჯდომარე.
 
== ბიოგრაფია ==
აბულფაზ ელჩიბეი ალიევი დაიბადა 1938 წელს, ნახჭევანში, ორდუბადის რაიონის სოფელ კელეკში. [[1957]] წელს შევიდა [[აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე არაბული ფილოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ [[1963]]–[[1964]] წლებში თარჯიმნად მუშაობდა [[ეგვიპტე|ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში]]. [[1965]]–[[1968]] წლებში სწავლობდა ასპირანტურაში აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით, დაიცვა საკანდიდატო [[დისერტაცია]], რის შემდეგაც [[1969]]–[[1974]] წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტში. [[1975]] წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისათვის საბჭოთა წყობილებაზე ცილისწამების ბრალდებით. საპატიმროში დაჰყო 2 წელი, გათავისუფლების შემდეგ კი მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში სადაც მუშაობდა წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად მანამ, ვიდრე [[1992]] წელს არ აირჩიეს [[აზერბაიჯანის პრეზიდენტი|აზერბაიჯანის პრეზიდენტად]]. [[1993]] წლის 1 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დატოვა თანამდებობა და წავიდა ემიგრაციაში.
 
გარდაიცვალა [[თურქეთი]]ს დედაქალაქ ანკარაში [[2000]] წლის [[22 აგვისტო]]ს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.