ქსენოფონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: fa:زنفون
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Xenophon.jpg|thumb|ქსენოფონტი]]
'''ქსენოფონტი''' ([[ბერძნ.]] Ξενοφῶν, ~[[ძვ. წ. 427]]–[[ძვ. წ. 355]]) — ძველი ბერძენი, ათენელი ისტორიკოსი; [[გრილუსი]]სანტიკური ვაჟი,მწერლობის გენერალი,ერთ-ერთი [[სოკრატე]]სთვალსაჩინო მომხრე,წარმომადგენელი. ცნობილიმან მისიდატოვა დროისმდიდარი [[საბერძნეთილიტერატურა|ლიტერატურული]]ს ისტორიის აღწერითა და სოკრატეს დიალოგების ჩაწერითმემკვიდრეობა.
 
 
 
== ქსენოფონტის ბიოგრაფია ==
 
ცნობები ქსენოფონტზე დაცულია მისავე თხზულებებში და გვიანდელ ავტორთა გადმოცემებში. ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მოღვაწე [[დიოგენე ლაერტელი|დიოგენე ლაერტელს]] ეკუთვნის თხზულება "ქსენოფონტის ცხოვრება". ეს "ცხოვრება" შესულია დიოგენეს მიერ შედგენილ "ფილოსოფოსთა ბიოგრაფიებისა და მოძღვრებების კრებულში" (ბერძ. φιλοσόφων βιων χαι δογμάτων συναγογἡ).
 
ქსენოფონტის დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი დაუდგენელია. ბოლო ხანების გამოკვლევათა მიხედვით, იგი უნდა დაბადებულიტო ძვ.წ.430 წლის მახლობელ ხანებში [[ატიკა|ატიკის]] ერთ-ერთ [[დემი|დემში]] - [[არქია|არქიაში]]. ქსენოფონტის მამა, გრილე [[მხედარი|მხედართა]] გაბატონებულ ფენას ეკუთვნოდა და შეძლებული კაცი ყოფილა. შვილისათვის მას კარგი [[განათლება]] მიუცია. ქსენოფონტის განსაკუთრებული მონდომებით შეუსწავლია სამხედრო საქმე და საცხენოსნო [[სპორტი|სპორტსაც]] დაუფლებია.
 
=== ახალგაზრდობის წლები ===
 
დიოგენეს გადმოცემით, ერთხელ ჭაბუკი ქსენოფონტი ათენის ვიწრო [[შუკა|შუკაში]] შეხვედრია სახელგანთქმულ [[ბრძენი|ბრძენს]], [[სოკრატე|სოკრატეს]]. სოკრატემ ჭაბუკს ჯოხით გზა გადაუღობა და ჰკითხა: სად შეიძლბეა სხვადასხვაგვარი სურსათი ვიყიდოო. ჭაბუკმა ზუსტად, სრულიად დამაკმაყოფილებლად უპასუხა ფილოსოფოსს. მაგრამ სოკრატე მაინც არ ეშვებოდა და კვლავ ჰკითხა: აბა, ახლა მიტხარი, სად და როგორ შეიძლება კაცი სრულქმნილი პიროვნება გახდესო. ქსნოფონტიმ, ცხადია, ვერაფერი უპასუხა. მაშინ სოკრატემ შესძახა: აბა, მომყევი და მე გასწავლიო.
 
სინამდვილეში, ქსენოფონტი სოკრატეს მიმდევარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არასდროს ყოფილი. მას საამისოდ არც კი ეცალა. მიუხედავად ამისა, სოკრატესთან ურთიერთობას წარუშლელი კვალი დაუტოვებია ახალგაზრდა ქსენოფონტის სულზე.
 
ქსენოფონტის ახალგაზრდობის წლები დაემთხვა სპარტის არისტოკრატულ-ოლიგარქიულ სახელმწიფოსა და ათენის მონათმფლობელურ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ამტყდარ ხანგრძილ [[ომი|ომს]], რომელიც [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომის]] (431-404) სახელით შევიდა [[ისტორია|ისტორიაში]]. ჩვენთვის უცნობია, რა მონაწილეობა მიიღო ქსენოფონტიმ ამ ომში. სავარაუდებელია, რომ იგი [[ათენი|ათენელთა]] შორის დაწყებულ [[ლაკონოფილური|ლაკონოფილურ]] მოძრაუბას ემხრობოდა და [[ოცდაათი ტირანი|ოცდაათი ტირანის]] მმართველობასაც მხარს უჭერდა და ათენის [[პოლისი|პოლისის]] დაქვეითებას [[მონათმფლობელობა|მონათმფლობელური]] [[დემოკრატია|დემოკრატიული]] [[რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] მეთაურებს აბრალებდა. ათენში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, ცხადია, ასეთი სულისკვეთების კაცს იქ აღარ დაედგომებოდა. ამავე პერიოდში ქსენოფონტი [[სპარსეთი|სპარსელი]] [[უფლისწული|უფლისწულის]] [[კიროსი|კიროსის]] სამსახურში მიუწვევია მის მეგობარს, პროქსენეს. გადმოცემის მიხედვით, ქსენოფონტი სოკრატეს მოთათბირებია და მისი რჩევის მიღების შემდეგ, 401 წელს [[ლიდია|ლიდიის]] ქალაქ სარდეში გაემგზავრა და კიროსის მხედრობას შეეკედლა.
 
=== კიროსის სამსახურში ===
 
[[დარიოსი|დარიოს]] II-ის უმცროსი ძე კიროსი დიდ ლაშქრობას ამზადებდა თავისი ძმის, სპარსეთის მეფის, [[არტაქსერქსე|არტაქსერქსეს]] წინააღმდეგ. ქსენოფონტი ბერძნულ შენაეთთან ერთად იღებდა ამ ბრძოლაში მონაწილეობას.კიროსისა და დარიოსის ჯარები შეხვდნენ [[ბაბილონი|ბაბილონის]] მახლობლად. ამ [[ბრძოლა|ბრძოლაში]] კიროსი მოკლეს. ბერძნულმა ჯარმა [[სამშობლო|სამშობლოში]] დაბრუნება გადაწყვიტა. ბერძნებმა თავის მეთაურად ქსენოფონტი აირჩიეს. მათ ბრძოლით გაიკაფეს გზა და მთელი მცირე აზიის გავლით მიადგნენ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სამხრეთ სანაპიროებს. შემდეგ გადავიდნენ [[თრაკია|თრაკიაში]]. მალევე ქსენოფონტი [[სპარტა|სპარტის]] მეფეს, '''აგისილაეს''' დაუახლოვდა და თავისი ჯარის ნაწილი შეუართა ლაშქარს, რომელიც ათენის წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა. 394 წელს ქსენოფონტი აგესილაესთან ერთად საბერძნეთში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო '''კორონეის ბრძოლაში''' [[თებე|თებელებისა]] და ათენელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ათენის ხელისუფებამ დაუსწრებლად გაასამართლა ქსენოფონტი და სამშობლოდან სამუდამოდ გაძევება მიუსაჯა.
 
=== უკანასკნელი წლები ===
 
ამის შემდეგ, ცნობილია, რომ ქსენოფონტი დასახლდა [[ოლიმპია|ოლიმპიის]] მახლობლად მდებარე დაბა ''სკილუნტში'', თავი დაანება სამხედრო და სახელმწიფო საქმეებს და ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას, ნადირობას და ლიტერატურულ მუშაობას. მას ჰყავდა ცოლი და ორი შვილი - '''გრილე''' და '''დიოდორე'''.
 
როცა სპარტასა და თებეს შორის ომი ატყდა და თებელი სარდალი [[ეპამინონდა]] [[პელოპონესი|პელოპონესში]] შეიჭრა,იგი იძულებული გახდა [[კორინთო|კორინთოში]] გადასახლებულიყო. ეს მოხდა 370-369 წლებში. 369 წელს ათენმა და სპარტამ თებეს წინააღმდეგ კავშირი შეკრეს, რასაც შედეგად ქსენოფონტის შეწყალება და ამნისტია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ქსენოფონტი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. თავისი ვაჟები კი 362 წელს გაუგზავნია ათენში. აქ მათ, როგორც ათენელ მხედართმთავრებს, მონაწილეობა მიუღიათ თებეს წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. როცა ქსენოფონტს შვილის გმირულად დაღუპვის ამბავი აცნობეს, დეიოგენე ლაერტელის გადმოცემით, მას თავზე გვირგვინი დაუდგამს და ღიმილით უთქვამს: ''"მე ვიცოდი, ჩემი შვილის სახით მოკვდავი ადამიანი რომ გავაჩინეო"''.
 
ქსენოფონტი, როგორც ჩანს გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვის 358-355 წლების მახლობელ ხანებში
 
 
== ქსენოფონტის თხზულებანი ==
 
ქსენოფონტი [[ჰეროდოტე|ჰეროდოტესა]] (484-425) და [[თუკიდიდე|თუკიდიდესთან]] (471-396) ერთად ელინური პერიოდის [[ისტორიოგრაფია|საისტორიო]] პროზის დიდოსტატთა სამეულს მიეკუთვნება. თუმცა, ქსენოფონტის მრავალმხრივი ინტერესი მხოლო ისტორიოგრაფიით როდი იყო შემოზღუდული. მისი მდიდარი მემკვიდრეობა პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს: 1.ისტორიული, 2. ფილოსოფიური, ანუ "სოკრატულ თხზულებათა" ჯგუფი, 3. პოლიტიკური და 4. ნარევი ჯგუფი.
 
=== ისტორიული თხზულებები ===
'''ისტორიული თხზულებებია''' "ანაბასისი" და "საბერძნეთის ისტორია". აქედან '''"ანაბასისი"''' შვიდი წიგნის შემცველი [[მემუარები|მემუაარული]] შრომაა, რომელშიც აღწერილია კიროს უმცროსის ლაშქრობა თავისი ძმის, სპარსთა მეფის არტაქსერქსეს წინააღმდეგ. "ანაბასისი" მდიდარია [[გეოგრაფია|გეოგრაფიული]] და [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიული]] ცნობებით. ქართველი მენიერებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ნაწარმოების V და IV თავები, სადაც ქსენოფონტი [[ქართველური ტომები|ქართველური ტომებისა]] და [[კოლხეთი|კოლხეთის]] შესახებ იძლევა ცნობებს. ამ თავებს სხვადასხვა დროს იკვლევდნენ ქართველი მეცნიერები [[ალექსანდრე ჭყონია|ალ.ჭყონია]], [[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილი]], [[სიმონ ჯანაშია|სიმ.ჯანაშია]], [[ალექსანდრე წერეთელი|ალ.წერეთელი]] და [[სიმონ ყაუხჩიშვილი|სიმ.ყაუხჩიშვილი.]]
 
'''"საბერძნეთის ისტორიაც"''' "ანაბასის" მსგავსად 7 წიგნისაგან შედგება და ქსენოფონტის უმთავრეს საისტორიო თხზულებას წარმოადგენს. იგი აგრძელებს [[თუკიდიდე|თუკიდიდეს]] "პელოპენესის ომის ოსტორიას". თხრობა იწყება 411 წლიდან და გრძელდება 362 წლის ამბებამდე.
 
=== იტორიულ-პოლიტიკური თხზულებები ===
 
'''იტორიულ-პოლიტიკური''' თხზულებაა რვა წიგნის შემცველი '''"კიროპედია"''' ანუ "კიროსის აღზრდა". იგი გადმოქვცემს [[სპარსეთი|სპარსთა]] სამეფოს ფუძემდებლის, კიროს უმცროსის აღზრდისა და დიდ მოღვაწედ ჩამოყალიბების ამბავს. ამ თხზულებაში ჩართული ''''ნოველა აბრადატესა და პანთიას'' ტრფობის'' შესახებ ნაწარმოებს [[ბელეტრისტიკა|ბელეტრისტულ]] ხასიათს აძლევს.
 
პოლიტიკურ თხზულებად ითვლება აგრეთვე '''"შემოსავალნი"''' ("სახელმწიფოს შემოსავალთათვის")
 
=== ფილოსოფიური ანუ სოკრაული თხზულებები ===
 
'''[[ფილოსოფია|ფილოსოფიური]]''' ანუ '''სოკრაული თხზულებები''' [[სოკრატე|სოკრატეს]] ცხოვრებასა და მორვაწეობას ეხება. ესენია: '''"მოგონებები სოკრატეზე"''', '''"სოკრატეს აპოლოგია"''', დიალოგები - '''"ნადიმი"''' და '''"ოიკონომიკოსი"'''. ფილოსოფიური ხასიათისაა აგრეთვე [[დიალოგი]] '''"ჰიერონი"'''.
 
=== ნარევი ჯგუფი ===
 
'''ნარევ ჯგუფში''' ათავსებენ ქსენოფონტის ისეთ თხზულებებს, როგორებიც არის : "აგესალია" (სპარტის მეფისა და სარდლის, აგესალიას პანეგირიკა), "ლაკედომენელთა სახელმწიფო წყობილება" (ლიკურგეს მიერ დაწესებული სახელმწიფო წყობილების იდეალიზაცია), "ცხენოსნობისათვის" (ბერძ. "პერი ჰიპპიკეს"), "ცხენოსანთა წინამძღოლთათვის" (ბერძ."ჰიპპარქიკოს") და "ძაღლით ნადირობისათვის" (ბერძ."კინეგეტიკოს").
 
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ქსნოფონტს მიეწერება ჩვენამდე მოღწეული მცირე მოცულობის ნაშორმი "ათენელთა სახელმწიფო წყობილებისათვის" (ბერძ. "ათენაიონ პოლიტეია"). მეცნიერთა დასკვნით, ეს თხზულება ქსენოფონტის არ უნდა ეკუთვნოდე და მის ავტორს ფსევდო-ქსენოფონტის სახელით მოიხსენიებენ.
 
ანტიკურ სამყაროში ქსენოფონტის ნააზრევი განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბერძნები და მოგვიანებით რომაელები მას მისაბაძ მწერლად თვლიდნენ და "ატიკურ ფუტკარს" უწოდებდნენ.
 
== წყაროები ==
 
ქსენოფონტი, მოგონებები სოკრატეზე, თბ.1973
 
Диоген Лаертский, о жизни, учениях и изречениях знаменитых философов, м. 1979
 
 
 
== ბმულები ==
 
[http://www.nplg.gov.ge/ec/en/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700:%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%20ქსენოფონტი%20საქართველოს%20პარლამენტის%20ეროვნულ%20ბიბლიოთეკაში ქსენოფონტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]
 
[http://gutenberg.spiegel.de/?id=19&autor=Xenophon,%20&autor_vorname=&autor_nachname=Xenophon%20თხზულებანი%20გერმანულ%20ენაზე თხზულებანი გერმანულ ენაზე]
 
[http://onlinebooks.library.upenn.edu/webbin/book/search?author=xenophon&amode=words%20თხზულებანი%20ინგლისურ%20ენაზე თხზულებანი ინგლისურ ენაზე]
 
[http://lib.ru/POEEAST/KSENOFONT/%20კიროპედია%20რუსულ%20ენაზე კიროპედია რუსულ ენაზე]
 
[http://www.vehi.net/istoriya/grecia/ksenofont/anabazis/index.html%20ანაბასისი%20რუსულ%20ენაზე ანაბასისი რუსულ ენაზე]
 
 
 
 
 
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქსენოფონტი“-დან