პიუს II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: yo:Pope Pius II
No edit summary
ხაზი 6:
 
ენეა პიკოლომინი ცხოვრების პირველ პერიოდში, მის ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა იმით, რომ პროფესიით იურისტი იყო პოეტი, იმპერატორ [[ფრიდრიხ III|ფრიდრიხ III-ის]] მდივანი და გართობის მოყვარული. შემდეგ იგი დაადგა სასულიერო გზას, უკუაგდო [[კონცილიარიზმი|კონცილიარიზმის]] იდეები, და თავისი ცხოვრების წესით გამორჩეული, გახდა ჯერ ეპისკოპოსი და შემდეგ იქნა პაპად არჩეული. მისი პაპობის მთელი პერიოდი პიუს II-მ მიუძღვნა ჯვაროსნული ომის მომზადებას [[ოსმალები|ოსმალების]] წინააღმდეგ, რომლებმაც ამ პერიოდში კონსტანტინეპოლის აღება მოახერხეს. პიუსმა მოუწოდა რა ევროპელ მეფეებს ჯვაროსნული ომისკენ კონსტანტინეპოლის განსათავისუფლებლად, გამოაცხადა, რომ თვითონ გაუძღვებოდა რაინდებს და ჯვაროსანთა შეხვედრის ადგილად დათქვა [[ანკონა]]. უშუამდგომლა, შეარიგა და დაიპირა ევროპის არა ერთი მეფე-მთავარი ოსმალების წინააღმდეგ ომისთვის, რომლის მზადების დროსაც (1464) იგი ანკონაშივე გარდაიცვალა, სადაც იგი უკვე ძლიერ ავადმყოფი თავისივე დაჟინებით ჩავიდა. იგი გარდაიცვალა მაშინ, როცა პირველი ნაწილი ერთგული ჯვაროსნებისა უკვე ჩამოსული იყო. მეფეთა შორის, რომელნიც მას ომში მონაწილეობა დაპირდნენ, იყვნენ ქართველი მეფეები, [[გიორგი VIII]] და [[ბაგრატ VI]]. პიუს II-ისა და გიორგი VIII-ს ურთიერთობა იმითაც არის საინტერესო, რომ პაპმა ქართველი მეფის თხოვნით ამავე მეფისა და სხვა ქართველ კათოლიკეთა პატრიარქად დაამტკიცა [[ლუდოვიკე ბოლონიელი]]. 1461 წელს პიუს II-მ დაწერა ცნობილი (და არასდროს გაგზავნილი) წერილი [[მეჰმედ II|მეჰმედ II-სადმი]], რომლითაც იგი მეჰმედის ქრისტიანობაზე მოქცევას ისახავდა მიზნად. დაწერა ორი კოსმოგრაფიული თხზულება "De Europa" და "De Asia", რომელთაც მოგვიანებით [[კოლუმბი, ქრისტეფორე|კოლუმბი]] იყენებდა.
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი | წინამორბედი= [[კალიქსტ III]] | ტიტული=[[რომის პაპების სია|რომის პაპი]]<br /> | წლები=[[1458]] – [[1464]] <br />| შემდეგი=[[პავლე II]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
{{რომის პაპები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიუს_II“-დან