ჯუანშერ ჯუანშერიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯუანშერი''', XIჯუანშერი ჯუანშერიანი VIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, რომელსაც "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მიეკუთვნება ამ კრებულიში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით. არის სხვა შეხედულებაც, რომ ჯუანშერის სახელით ცნობილი საისტორიო თხზულება მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს XI საუკუნის ისტორიკოსს [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველს]].
 
[[კატეგორია:ქართველები]]
 
ჯუანშერ ჯუანშერიანი VIII ს.
 
ძველი ქართველი ისტორიკოსი, “ვახტანგ გორგასლის ცხოვრების” ავტორი
 
 
ქართველი ისტორიკოსი, ავტორი “ქართლის ცხოვრების” კრებულში შესული ვრცელი თხზულებისა _ “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”. ტრადიციულად (ივანე ჯავახიშვილიდან მოყოლებული), იგი, ისევე როგორც ისტორიკოსი ლეონტი მროველი, XI საუკუნის ავტორად მიიჩნეოდა, მაგრამ, ბოლო ხანებში მკვლევართა შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობა გაჩნდა მისი მოღვაწეობის დროის შესახებ.
 
“ქართლის ცხოვრებაში” ჯუანშერის შესახებ მხოლოდ ერთი ცნობა გაგვაჩნია, ისიც ბიბლიოგრაფიული შინაარსისა. ეს ცნობა მოთავსებულია “არჩილის წამებას” და “მატიანე ქართლისას” შუაში. კერძოდ, აქ ნათქვამია, “წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე, აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე, ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმისწულის ქმარმან წმინდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან. მიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ, ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ განბრძნობილსა”(ქც,I, გვ.248). ბოლო ფრაზა, რომელსაც ჩვეულებრივ მკვლევარები ნაკლებ ყურადღებაას აქცევენ, იმის მანიშნებელია, რომ აქ, ამ თხზულებით დამთავრდა “ქართლის ცხოვრების” ერთი ციკლი, გარკვეული მონაკვეთი, და შემდგომი ამბები მომავალმა ავტორებმა (“ნათესავთა”) აღწერონ, როგორც მათ იხილონ თავიანთ თანამედროვეობაში და როგორც მათმა “ღმრთივ განბრძნობილმა” გონებამ უკარნახოსო.
 
რაც შეეხება ფრაზის პირველ ნაწილს, იგი რამდენიმე მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს: 1. ვახტანგ გორგასლამდე, ანუ V ს-მდე, ქართველთა ცხოვრების ამსახველი თხზულებები იქმნებოდა ჟამითი-ჟამად, ე.ი. დროდადრო. 2. ეს “ცხოვრებებიც” აღიწერებოდა, ანუ ისინი წლების მიხედვით ჩამოწერილი მატიანის სახისა იყო; 3. ვახტანგ მეფის დროიდან არჩილის მეფობამდე გაბმული თხზულების სახით აღუწერია ჯუანშერ ჯუანშერიანს. 4. ჯუანშერ ჯუანშერიანი ყოფილა ძმისწულის ქმარი წმ. არჩილ მეფისა, მირიანის ძის, რევის ნათესავი. ცხადია, ორ ბოლო პერსონაში წმ. მირიან მეფე და მისი ძე რევი იგულისხმებიან. მაშასადამე, ეს ჯუანშერ ჯუანშერიანი ქართლის სამეფო ოჯახის შთამომავალი ყოფილა.
 
ვახტანგ გორგასლის ცხოვრებისდან ჩანს, რომ ჯუანშერს უსარგებლია უცხოური, ძირითადად აღმოსავლური და, აგრეთვე, ბერძნულ-ბიზანტიური წყაროებით. ნაწარმოებში მას მრავლად აქვს ჩართული ლეგენდარული ამბები, ცხვადასხვა ფანტასტიკური ცნობები, რაც იმის მაჩვენებელია, რომ, როგორც ეს არაერთხელ არის აღნიშნული სპეციალურ ლიტერატურაში, იგი სარგებლობდა ფოლკლორული წყაროებითაც, უხვად იყენებდა ხალხურ გადმოცემებს ვახტანგ გორგასლის და მის თანამედროვეთა შესახებ. სწორედ ამიტომ ჯუანშერის თხრობაში, როგორც ეს ფოლკლორულ წყაროებს ახასიათებს, ხშირად დარღვეულია ქრონოლოგია. ეს გახდა მიზეზი ჯუანშერის თხზულების, როგორც საისტორიო წყაროს უკიდურესად ნეგატიური შეფასებისა (ბ. მარტინ-ისარი, ნ. ლომოური). ასეთი შეფასების საპირისპიროდ, ზოგი მკვლევარი ჯუანშერს მიიჩნევს ვახტანგის თანამედროვე ავტორად, ამიტომ სრული ნდობით ეკიდება მის ცნობებს (კაკაბაძე, გოილაძე). სხვა მოსაზრების თანახმად, ჯუანშერი არის ვახტანგ გორგასლის შვილიშვილის, მირის ასულის ქმარი, რომელიც 70-80 წლით იქნებოდა დაშორებული ვახტანგის ეპოქას (სანაძე). მეცნიერულმა კამათმა ჯუანშერის იდენტიფიკაციის შესახებ წინ წასწია თავად წყაროს კვლევა, სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანა მანამადე უცნობი წყაროები. დღეისათვის ყველაზე უფრო დასაბუთებული თვალსაზრისია ჯუანშერის VIII საუკუნისადმი მიკუთვნება, როგოც ეს არის კიდეც “ქართლის ცხოვრების” ბიბლიოგრაფიულ მინაწერში მითითებული (მუსხელიშვილი, ანჩაბაძე). რაც შეეხება “ცხოვრების” ე.წ. ფანტასტიკურ ცნობებს, მათ ახსნა ეძებნება ქართულ კულტურაში ზოროასტრული მითლოგიური ნაკადის შემოჭრაში და მის თანაარსებობაში ქრისტიანულ კულტურასთან (კაციტაძე).
 
ჯუანშერ ჯუანშერიანის “ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში” მრავლადაა მოყვანილი არა მარტო ქართლის და მთლიანად საქართველოს, არამედ სპარსეთის და ბიზანტიის ისტორიის ფაქტები. ამდენად, იგი მნიშვნელოვანი წყაროა ამ ქვეყნების ისტორიისათვისაც. მას მოეპოვება ცნობები სომხების და კავკასიის სხვა ხალხების შესახებაც. მკვლევართა უმეტესობა ჯუანშერის ცნობებს, მართალია, სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ სხვა წყაროებთან შედარებისა და ფართო ისტორიული კონტექსტის გათვალისწინების საფუძველზე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოსატანად იყენებს (ს. კაკაბაძე, გ. მელიქიშვილი, დ. მუსხელიშვილი, მ. ლორთქიფანიძე).
 
ჯუანშერ ჯუანშერიანის თხზულება ყოველთვის იქნება განსაკუთრებული ყურადღების და შესწავლის საგანი, რადგან იგი შეეხება საქართველოს ისტორიის გამორჩეულ პერიოდს, როდესაც ჩვენი ქვეყანა მთელ კავკასიაში ისაკუთრებს ჰეგემონის როლს და წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას იმდროინდელი სამყაროს ორი უძლიერესი სახელმწიფოს _ სპარსეთისა და ბიზანტიისათვის.
 
აშკარაა, რომ ჯუანშერ ჯუანშერიანი საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში ვახტანგ გორგასლის მომხრე და მიმდევარია. თავისი პოზიცია მან ჩამოოაყალიბა მეფის მიერ ანდერძად დანაბარებ სიტყვებში: “აწ, გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ... და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ” (ქც,I. 203).
 
</blockquote>