ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: es:Constitución de los Estados Unidos
No edit summary
ხაზი 8:
== ისტორია ==
 
[[ამერიკის რევოლუცია|ამერიკის რევოლუციის]] დროს [[ცამეტი კოლონია|13 შტატის]] მიერ შეიქმნა ძალიან სუსტი ცენტრალური მთავრობა, რომლის ერთადერთი კომპონენტიც კონგრესი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა [[კონფედერაციის სტატიები|კონფედერაციის სტატიებით]]. კონგრესმა ვერაფრით შეძლო [[ტეხასი|ტეხასის]] შემოერთება, რადგან არ არსებობდა არც საამართლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ საკითხის მოგვარებას. სტატიებში ცვლილებების შეტანისათვის საჭირო იყო წარმომადგენელთა თანხმობა, თუმცა მაშინდელი დელეგატები არასერიოზულად უდგებოდნენ საკითხს, სხდომებს აცდენდნენ, რის გამოც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ქვორუმიკვორუმი არ იკრიბებოდა.
 
[[1786]] წლის სექტემბერში, ხუთი შტატის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია შეიკრიბა [[ანაპოლისის კონვენცია|ანაპოლისის კონვენციაზე]], რათა განეხილათ კონფედერაციის სტატიების რეგულირება და დალაგება, რომელიც ხელს შეუწყობდა კომერციის განვითარებას. მათ [[ფილადელფია|ფილადელფიაში]] მიიწვიეს შტატების წარმომადგენლები, რათა განეხილათ ფედერალური მთავრობის შექმნის იდეა. [[1787]] წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]] დებატების შედეგად გადაწყდა კონფედერაციის სტატიების კიდევ ერთხელ შესწორება. თორმეტი შტატი ([[როდ აილენდი|როდ აილენდის]] გამოკლებით) დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და დაიგეგმა [[1787]] წლის მაისში შეხვედრა. მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებდა არსებული კანონმდებლობის შესწორებასა და დახვეწას, თუმცა შემდეგ გადაწყდა ახალი კონსტიტუციის შექმნა. [[1787]] წლის [[17 სექტემბერი|17 სექტემბერს]] ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დასრულდა, ხოლო [[1789]] წლის [[4 მარტი|4 მარტს]], მას შემდეგ რაც შტატებმა მისი რატიფიცირება მოახდინეს, ძალაში შევიდა .