ვარდების რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
იმავე დღიდან ქალაქში გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იყვნენ კონცენტრირებულნი.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5225&search= საგანგებო თათბირი სახელმწიფო კანცელარიაში]</ref> [[ედუარდ შევარდნაძე]]მ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5227&search= შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა]</ref> შემდეგ დღეს [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა მინისტრმა]] გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებდა ძალას საჭიროების შემთხვევაში <ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5232&search= პოლიცია არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ქვეყანაში]</ref>.
[[5 ნოემბერი|5 ნოემბერს]] "ნაციონალებმა" და "დემოკრატებმა", რომლებიც საკუთარ თავს "წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს" უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს. ჩამოყალიბდა მთავარი მთხოვნამოთხოვნა: [[მარნეულის მუნიციპალიტეტი|მარნეულის]], [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის]], [[ტყიბულის მუნიციპალიტეტი|ტყიბულის]], [[ბათუმი]]ს, [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი|ქობულეთი]]სა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმება. გარდა ამისა, ოპოზიციამ მოითხოვა [[ქობულეთი|ქობულეთში]] დაკავებული 21 წლის დამკვირვებლის გათავისუფლება და ყველა გამგებლის, გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენება. მოთხოვნათა შესასრულებლად ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 7 ნოემბრამდე მისცა.<ref>"ულტიმატუმი" - “24 საათი”, 2003 წ. 6 ნოემბერი, გვ.1-3</ref> [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია|"ლეიბორისტულმა პარტიამ"]] და [[დემოკრატიული აღორძინების კავშირი|"დემოკრატიული აღორძინების კავშირმა"]] დაგმეს საპროტესტო მიტინგები.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5233&search=ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გმობს ოპოზიციის საპროტესტო აქციას]</ref>
 
იმავე საღამოს ცესკოს მონაცემებით ლიდერობდა ბლოკი [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|ახალი საქართველოსთვის]] 298 ათასი ხმით და მეორე ადგილზე იყო [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] 265 ათასი ხმით.<ref>"დიდი ვაჭრობა დასასრულს უახლოვდება" - "24 საათი", 6 ნოემბერი. 2003წ. A1 A2</ref> ცესკოს მონაცემები კარდინალურად შეცვალა [[6 ნოემბერი|6 ნოემბრის]] საღამოს აჭარის საარჩევნო ოლქებიდან ჩამოსულმა შედეგებმა. ამ მონაცემების მიხედვით [[აჭარა]]ში "[[დემოკრატიული აღორძინების კავშირი]]" ხმათა 95%-ით პირველ ადგილზე გავიდაა. მან 284 ათასი ხმიდან 270 ათასი ხმა მიიღო და საქართველოს მასშტაბითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სახელისუფლებო ბლოკი და [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] მეორე და მესამე ადგილებზე აღმოჩნდნენ.<ref>"ასლან აბაშიძე საკუთარ თავს არ ღალატობს" -,,24 საათი”. 2003 წ. 7 ნოემბერი. გვ A1-A2</ref> ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] ხალხს აქციებისაკენ მოუწოდა: 7 ნოემბერს რეგიონებში, ხოლო 8 ნოემბერს - თბილისში.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5253&search= ოპოზიცია რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს]</ref>