ვიქტორ კუპრაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
1935 წელს მან იქვე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
 
1936 წელს ვ. კუპრაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1936-1941 წლებში იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
 
მეორე მსოფლიო ომის წლებში ვ.კუპრაძე საბჭოთა არმიის რიგებში იყო და ერთ-ერთ საფრონტო გაზეთს რედაქტორობდა.
 
ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ვ. კუპრაძე დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად სამეცნიერო ნაწილში. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1946 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
 
1944-1953 წლებში ვ. კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1958 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
1944-1953 წლებში ვ. კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1958 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ვ.კუპრაძის რექტორობის პერიოდს დაემთხვა დაუნდობელი ბრძოლა სტალინის პიროვნების კულტის წინააღმდეგ და საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ნ.ხრუშჩოვის აგდებული დამოკიდებულება, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა 1956 წლის მარტის სისხლიანმა ტრაგედიამ, რომელშიც თსუ-ს სტუდენტობა ავანგარდის როლს ასრულებდა. ამან საგრძნობი გავლენა იქონია უნივერსიტეტის სტაციონარულ განყოფილებაზე მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტზე. ასე, მაგალითად , თუ 1953-54 სასწავლო წელს 1019 სტუდენტი იყო მიღებული , 1954-55 სასწავლო წელს ეს რიცხვი 895-მდე შემცირდა, ხოლო 1955-56 წელს 715-მდე, 1956-1957 სასწავლო წელს კი ახალმიღებულ სტუდენტთა რაოდენობამ 598 შეადგინა.
 
სტუდენტთა კონტინგენტის შემცირებას კი სპეციალობების, კათედრებისა და ფაკულტეტების შემცირებაც მოჰყვა , რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა ეროვნული კადრების მომზადების საქმეს. შემდგომ წლებში ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდა .
 
1958-1962 წლებში ვ. კუპრაძე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_კუპრაძე“-დან