შამანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
 
ციმბირსა და [[ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია]]ში შამანდ გახდომის გზებია: 1. პროფესიის გადაცემა მემკვიდრეობით და 2. შერჩევა ბუნებრივი მიდრეკილებეის, სპონტანური მოწოდებების მიხადვით. არის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ექსტაზის ბუნებრივი [[გამოცდილება]] ყველგან აუცილებელია. [[ყაზახები|ყაზახებთან]] და [[ყირგიზები|ყირგიზებთან]] შამანს [[სოფელი]] ირჩევს გარდამავალ ასაკში მყოფი [[ობოლი]] და [[ნევროტული]] ახალგაზრდებიდან. შამანისტურ [[საზოგადოება]]ში [[ეპილეფსია|ეპილეფსიური]] ან [[ისტერია|ისტერიული]] შეტევა ღმერთებთან შეხვედრის ნიშნად არის მიჩნეული. შამანობასთან [[ზიარება|ზიარების]] ყველაზე გავრცელებული [[რიტუალები]]ა განმარტოება უდაბურ ადგილას და აკრძალვები, რომლებიც შამანობის [[კანდიდატი|კანდიდატს]] [[მოცვალებული|მიცვალებულთან]] აიგივებს. შამანდ ავადმყოფი პიროვნების არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ შამანი ავადმყოფია. როგორც წესი, შამანური [[პრაქტიკა]] ხელს უწყობს თვით შამანის გამოჯანმრთელებას. შამანები ჰყვებიან, რომ შამანობის დაწყების შემდეგ ისინი უკეთ გრძნობენ თავს, ხოლო როცა რაიმე მიზეზით მათ პრაქტიკის საშუალება არ აქვთ,ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებათ.
 
==შამანის სწავლება==
 
შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში. ტრანსში ღვთაება, მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებეს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნეოფიტს(შამანობის კანდიდატს) შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს საკრალური ძალა "გადაეცემა" ტრანსში. მას მფარველობას ხშირად უცხადებს ტოტემური ცხოველი.
ჩვეულებრივი სწავლების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს კარიბის ტომების ტრადიცია. იქმნება ნეოფიტების 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც საცხოვრებლად გადადის იზოლირებულად მდგარ ქოხში. ნეოფიტები მუშაობენ შამანის თამბაქოს ნაკვეთზე, ასევე ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც.სწავლება ხდება მხოლოდ ღამით და 24 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. სწავლების ყოველი 3 დღის შემდეგ 3 დღე დასვენებაა. ღამით ნეოფიტები წრეში ცეკვავენ ცხოველთა მოძრაობის იმიტაციით და მღერიან. დღისით მოსწავლეები ჰამაკებში ისვენებენ, იხსენებენ მასწავლებლის ნაამბოს და თვალებს ისრესენ წითელი წიწაკის წვენით, რათა იხილონ სულები. სწავლების პერიოდში მოსწავლეები არაფერს ჭამენ, მუდმივად ეწევიან სიგარას, ღეჭავენ თამბაქოს ფოთლებს და სვამენ თამბაქოს წვენს. ცეკვით დაღლილობა, მარხვით დასუსტება და თამბაქოთი ინტოქსიკაცია ხდება იმის პირობა, რომ ნეოფიტს ეწყება ხილვები. მოსწავლის მთავარი მიზანია დაეწყოს ცად ამაღლების ხილვები. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი დაეუფლა შამანობის ხელივნებას
 
{{რელიგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შამანიზმი“-დან