წარღვნა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ko:대홍수 (신화)
ბოტის შეცვლა: ar:طوفان نوح; cosmetic changes
ხაზი 1:
'''წარღვნა''', მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, გერმ. რაგნაროკი, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს, კაცთა მოდგმის განახლების მიზნით (რაგნაროგში ღმერთებიც იღუპებიან). საბერძნეთში ეს მოხდა დევკალიონის დროს, შუამდინარეთში უთ(ა)ნაფიშთიმის დროს, (იგივე ზიუსუდრა). ბიბლიური წარღვნა კი პატრიარქ ნოეს ჟამს.
 
== თქმულებები რეგიონების მიხედვით ==
 
აღმოსავლეთის ქვეყნებში სამყაროს აღსრულებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, უფრო შექმნათა ამბავი აინტერესებდათ, მითებიც უმთავრესად კოსმოგენიაზე შექმნეს. აზიის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, მეორედ მოსვლაზე საერთოდ არ შექმნილა მითები.
 
ეგვიპტეშიც უძველეს დროს წარღვნის ამბავი არ იცოდნენ, არსებობდა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ძველი სამეფოს დანგრევაზე, ახალი ჯანსაღი წყობილების დამყარების მიზნით, რაც ბუნებრივია, (დაახლოებით ძვ. წთ. 2200 წლიდან) როგორც მითი პირველად ჩანს, სეთოს I და რამზეს III სამარის ძეგლში '''წიგნი ციურ ძროხაზე'''. კაცთა მოდგმისგან განაწყენებულმა რემ ([[რა]]მ) ქალღმერთ სახმეტს დაავალა ადამიანთა დაღუპვა, მაგრამ ქალღმერთმა [[სამყარო]] თავისებურად მოაწყო. ნილოსის ადიდება ზეცის წყალობად მიიჩნეოდა, ამიტომ წარღვნის ამბავი, მათთვის მაინც უცხოდ დარჩა. წარღვნა, [[მეორედ მოსვლა]], [[უთნაფიშთიმი]], [[ნოე]], [[დევკალიონი]].
 
== საქართველო ==
 
სვანურ მითში წარღვნას ეძახიან '''მერმე სობს'''. (მეორე სობი იგივე ვობი). შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს სვანთა წარმართული პანთეონის უზენაესი ღმერთი '''[[ვობ]]''', რომელიც მეორედ მოსვლას აწყობს და მერე ქმნის ახალ ცხოვრებას.
 
== აზია ==
 
ინდუისტურ რელიგიაში (საკუთრივ [[ვიშნუ]]სთან დაკავშირებით) წარღვნა ბოროტისა და კეთილის ბრძოლა განვლილ საუკუნეთა (ათასწლეულების) შესახებ შექმნილი მთელი მოძღვრების ნაწილია. [[ქრისტე]]ს გამოჩენის დროისთვის ჩასახული ეს მოძღვრება დაფუძნებულია [[ბრაჰმა]]ს დღე-ღამის გაგებაზე, რომლის მიხედვითაც ბრაჰმას ერთი დღე უდრის 4 320 000 წელს - ადამიანთა და ღმერთების თავგადასავალს ოთხი საუკუნის, [[იუგა]]დ წოდებული ოთხი ციკლის განმავლობაში, როცა ბრაჰმას ყოველი დღე 1000 ციკლისგან შედგება. სიკეთის ხანგრძლივი განვითარება თავდება ჰარმონიის ნაცვლად, ბოროტების სრული გაბატონებით 432 000 წლის ვადით, როცა სიკეთეს, [[დრაჰრსა]]ს მხოლოდ მეოთხედი ძალაუფლება აქვს. შემდეგ ისევ ვიშნუს გამოცხადება იწყება, ვიშნუს ავატარა ესე იგი, ღმერთის გამოცხადება თევზის, კუს, ტახის, ლომკაცის, ჯუჯა ვამანას სახით (კრიტა, იუგა და სხვა). მთელს ამ ხანგრძლივ ბრძოლას, ძლევასა და გამოცხადებას, იუგად წოდებულ საუკუნო ცხოვრების ამბავს იდეალისტები ხსნიან, როგორც სამყაროს უსასრულობისა და ადამიანის უსასრულობის [[ფილოსოფია]]ს, ზოგიც ამაში ხედავს ინდური სოფლის მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრების ასახვას მითში. ყველა შემთხვევაში, ესაა სამყაროს ცვლილებების, ჟამთაცვლის ასახვა მითებსა და რელიგიაში. აქ მაღალფილოსოფიურ დონეზეა მოცემული რეალური ცხოვრების მარადიულობის პრინციპის თავმოყრა ისევ ყოფიერებაში, ვიშნუს სახეში, რაც ინდოელებს ამავე ღვთაების სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. ერთის ნგრევა და მეორეს მოსვლა მოასწავებდა სამყაროს ახალი ციკლის დაწყებას, რაც ისევ უწყვეტი განვითარებისა და ცვალებადობის პრინციპს გამოხატავს, ჟამთა დიდი მონაკვეთები კი უსასრულობისთვის მხოლოდ წუთებია.
 
{{Commonscat|Deluge (mythology)}}
ხაზი 22:
[[კატეგორია:წყალდიდობები]]
 
[[ar:أسطورةطوفان الطوفاننوح]]
[[bg:Потоп]]
[[bn:মহাপ্লাবন (পুরাণ)]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წარღვნა“-დან