სილოვან ხუნდაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
”გამოჩენილი” წავშალე
No edit summary
ხაზი 1:
<div style="float:right">[[Image:Skhundadze.gif|thumb|180px|სილოვან ხუნდაძე]]</div>
 
'''სილოვან ხუნდაძე''' (* [[18603 აპრილი]] წლის /[[1615 აპრილი]], [[1860]], სოფ. [[კალაგონი]] (დღევანდელი [[ჩოხატაური|ჩოხატაურის რაიონი]]) ― † [[192812 მაისი]] წლის, [[12 მაისი1928]], [[ქუთაისი]]), [[ქართველები|ქართველი]] პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი და პუბლიცისტი, ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის [[ხუნდაძე, რაჟდენ|რაჟდენ ხუნდაძის]] (1845-1929) უმცროსი ძმა, საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ [[ხუნდაძე, ფატი|ფატი ხუნდაძის]] (1895-1978) მამა.
 
დაიბადა გურიის სოფ. კალაგონში, მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში.
 
===განათლება===
 
[[1880]] წელს სილოვან ხუნდაძემ დაამთავრა [[ქუთაისი]]ს კლასიკური გიმნაზია. [[1879]]-[[1880]] წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის "სამშობლო" ოთხი ნომერი. [[1884]] წელს მან დაამთავრა [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგის]] ([[რუსეთი]]) უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. აქ სილ. ხუნდაძე ისმენდა მეცნიერების პეტრე ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, [[ჩუბინაშვილი, დავით|დავით ჩუბინაშვილის]], [[ცაგარელი, ალექსანდრე|ალექსანდრე ცაგარელის]] და სხვათა ლექციებს. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, თავისი პირველი საყურადღებო ნაშრომი "ისტორიული კილო გრ. ორბელიანის ლექსებში" მან გამოაქვეყნა ჟურნალის "ივერია" [[1882]] წლის მე-12 ნომერში.
 
===პედაგოგიური, პუბლიცისტური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა===
 
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, [[1884]] წლის შემოდგომაზე, სილ. ხუნდაძე შეუდგა მრავალწლიან, უაღრესად ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. აღნიშნული წლის დამლევიდან [[1888]] წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ძველი [[სენაკი]]ს ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. [[1888]] წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. [[1880]]-იანი წლების დამლევს ხუნდაძე არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.