დავით VII ულუ: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 18:
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[1270]]
ხაზი 29:
}}
'''დავით VII''' ''ულუ'' (
[[ფაილი:Georgian Issue of Davit VII Ulu.jpg|thumb|left|px|დავით ულუს დროს გამოშვებული მონეტა.]]
[[1256]]-იდან საქართველო ილხანთა ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ილხანთა [[მონღოლთა ბატონობა საქართველოში|ბატონობის ხანაში]] კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც [[1259]] აჯანყებამ იფეთქა. მას სათავეში დავით VI ნარინი ჩაუდგა. ამ აჯანყების დროს [[ჰულაგუ-ყაენი|ჰულაგუ-ყაენმა]] დავით VII-ს [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა. მეფემ არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და [[1260]], როცა 1259 წლის აჯანყება უკვე დამცხრალი იყო, აჯანყდა. აჯანყებულთა მთავარი დასაყრდენი [[სამცხე]] იყო. [[ახალდაბა|ახალდაბასთან]] ბრძოლაში ყაენის სარდალმა არღუნ-ნოინმა დაამარცხა დავით VII-ისა და სამცხის სპასალარ სარგის ჯაყელის მცირერიცხოვანი ჯარი. აჯანყება მაინც გრძელდებოდა. [[1261]] მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დავით VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დავით VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და [[ქუთაისი|ქუთაისში]] დავით VI-თან გადასულიყო. მონღოლთა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დასავლეთ საქართველოში დიდებული ფეოდალები დავით VII-ისა და დავით VII-ის მომხრეებად გაიყვნენ. ამასობაში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა. ასეთ პირობებში დავით VII მონღოლებს შეურიგდა, [[თბილისი|თბილისში]] გადავიდა და 1262 სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუსთან გაენგზავრა. ამ დროიდან საქართველო ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ ერთეულად - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ გაიყო. დავით VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო [[ოქროს ურდო|ოქროს ურდოს]] ყაენი [[ბერქა]]. ჯულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დავით VII საქართველოში დაბრუნდა და ჯარით ხლება უბრძანა. [[1263]] ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებული ჰულაგუმ შირვანში [[სიბა]] ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად. მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე იყო. [[1265]] დავით VII საქართველოს ჯარით [[აბაღა-ყაენი|აბაღა-ყაენის]] ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ.
|