კუზმა პეტროვ-ვოდკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fy:Koezma Petrov-Vodkin
ბოტის დამატება: pl:Kuźma Pietrow-Wodkin; cosmetic changes
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
1897-1905 წლებში სწავლობდა [[ვალენტინ სეროვი|ვალენტინ სეროვთან]] [[მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი|მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში]], [[ანტონ აჟბე]]ს სტუდიაში მიუნხენში (1901) და [[პარიზი]]ს კერძო აკადემიებში (1905-1908). იმოგზაურა [[იტალია]]სა (1905) და ჩრდილოეთ აფრიკაში (1907). გაერთიანება „მირ ისკუსსტვას“ (1911-იდან) და „ჩეტირე ისკუსსტვას“ (1924-იდან) წევრი. 1900-იან წლებში განიცადა სიმბოლიზმისა და „მოდერნის“ გერმანელ და ფრანგ ოსტატთა ძლიერი გავლენა ([[ფრანც ფონ შტუკი]], პ. პიუვი დე შავანი, [[მორის დენი]] და სხვები), აგრეთვე — ვ. ბორისოვ-მუსატოვისა. კუზმა პეტროვ-ვოდკინი იყო სიმბოლიზმის ტენდენციების ერთ-ერთი გამომსახველი რუსულ ხელოვნებაში. 10-იან წლებში პეტროვ-ვოდკინის მჭვრეტელობითი, დუნე რიტმი და დაბინდული კოლორიტი („ნაპირი“, 1908, „ძილი“, 1910), შეცვალა ემოციურმა, პლასტიკურმა და რიტმულმა ნათელ-ფერებიანმა კომპოზიციებმა („მოთამაშე ბიჭები“, 1911 — სამივე რუსული მუზეუმი, [[სანქტ-პეტერბურგი]]).
 
სურათი „წითელი ცხენის ბანაობა“ (1912, [[ტრეტიაკოვის გალერეა]]) ახალი ისტორიული ეპოქის მაუწყებელი იყო. საბჭოთა პერიოდში პეტროვ-ვოდკინი ცდილობდა ჩასწვდომოდა მკაცრ, დრამატული პათოსით აღსავსე ტრაგიკულ და ჰეროიკულ სურათებს. („1918 წელი პეტროგრადში“, 1920, ტრეტიაკოვის გალერეა, „ბრძოლის შემდეგ“, 1923, საბჭოთა არმიის ცენტრალური მუზეუმი, მოსკოვი, „კომისრის სიკვდილი“, 1928, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი), ხატავდა პორტრეტებს ([[ანა ახმატოვა]]ს პორტრეტი, 1922), პოეტურ პორტრეტულ-ჟანრულ კომპოზიციებს („სარაფნიანი გოგონა“, 1928), ნატურმორტებს („შოთხვი ჭიქაში“, 1932 — ყველა [[რუსული მუზეუმი]]).
 
20-30-იან წლებში ბევრს მუშაობდა როგორც გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი, ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში იყო მხატვრული განათლების სისტემის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1918-1933 წლებში ასწავლიდა სახელმწიფო თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოებში და პეტროგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 12:
 
{{DEFAULTSORT:პეტროვ-ვოდკინი, კუზმა}}
 
[[კატეგორია:რუსები]]
[[კატეგორია:რუსი მხატვრები]]
Line 28 ⟶ 29:
[[nl:Koezma Petrov-Vodkin]]
[[nn:Kusma Petrov-Vodkin]]
[[pl:Kuźma Pietrow-Wodkin]]
[[ro:Kuzma Petrov-Vodkin]]
[[ru:Петров-Водкин, Кузьма Сергеевич]]