ავტობიოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: lt:Autobiografija
No edit summary
ხაზი 1:
სიტყვა ავტობიოგრაფიის შემადგენელი პირველი ნაწილი ავტო, მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან autos და ნიშნავს იმავეს, რასაც ქართული ნაცვალსახელი თვით ან თავისი. ავტო სიტყვის მონაწილეობით ქართულში სხვა სიტყვებიცაა შექნილი, მაგალითად: '''ავტოგრაფი, ავტოპორტრეტი.'''
'''ავტობიოგრაფია''': (ბერძნ. autos – თვითონ, bios - ცხოვრება და graphein - წერა) – ავტორის მიერ საკუთარი ცხოვრების ([[ბიოგრაფია|ბიოგრაფიის]]) აღწერა. ტერმინი ხმარებაშია მე-18 საუკუნიდან, თუმცა თვით ფორმა გაცილებით ძველია.
'''ავტობიოგრაფია''' საკუთარი ბიოგრაფიაა, '''ავტოგრაფი''' - საკუთარი ხელმოწერა ან რაიმე ნაწარმოების ხელნაწერი, თვით ავტორის ხელით შესრულებული, '''ავტოპორტრეტი''' - მხატვრის მიერ დახატული საკუთარი პორტრეტი. ამიტომ სიტყვებთან ავტობიოგრაფია, ავტოპორტრეტი, ავტოგრაფი კუთვნილებითი ნაცვალსახელების: '''ჩემი, შენი, მისი, თავისი''' და ზედსართავი სახელების: '''პირადი, საკუთარი''' გამოყენება არ არის საჭირო, თუ ეს ნაცვალსახელი ან ზედსართავი და სუბიექტი ერთსა და იმავე პირს გამოხატავს. მაგალითად, არასწორია: მე დავწერე ჩემი ავტობიოგრაფია. მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როცა მოქმედების სუბიექტი ერთი პირია, ხოლო ავტოგრაფია კი სხვა პირისაა, კუთვნილებითი ნაცვალსახელი საჭიროა. მაგალითად: მოგიტანათ მან ჩემი ავტობიოგრაფია?
 
ბიოგრაფები თავიანთ ნაშრომებში ძირითადად ეყრდნობიან დიდი რაოდენობის სხვადასხვა წყაროსა და მრავალთა აზრს; ავტობიოგრაფია კი შეიძლება სრულიად დამწერის საკუთარ მეხსიერებაზე იყოს აგებული. ასეთი სახის ნამუშევარს ანტიკურ ხანაში [[აპოლოგია|აპოლოგიას]] უწოდებდნენ.
 
{{ლიტერატურა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავტობიოგრაფია“-დან