''' ბიბლიოთეკა''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ.]] bibliothēkē < biblion - წიგნი და thēkē - საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშობას.
<ref>{{წიგნი|ავტორი=POL|სათაური=BREGI}}</ref>
== ბიბლიოთეკების ისტორია საქართველოში ==
საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლუოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიც [[გრიგოლ ხანძთელი|გრიგოლ ხანძთელის]] თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში [[ტაო]]-[[კლარჯეთი|კლარჯეთში]] შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.