ბროწეულის ფერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ინფოდაფა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 23:
'''ბროწეულის ფერი''' (სომხ.: Նռան գույնը, თავდაპირველად გამოვიდა სახელით „საიათ-ნოვა“ - Սայաթ-Նովա) — [[სერგო ფარაჯანოვი]]ს 1968 წელს გადაღებული კინოფილმი, რომელიც [[ფედერიკო ფელინი]]მ, [[ჟან-ლუკ გოდარი|ჟან-ლუკ გოდარმა]] და [[მიქელანჯელო ანტონიონი]]მ კინოს შედევრად აღიარეს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თვით რეჟისორი კი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა. ეს ფილმი ამჟამად XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული.
 
== სიუჟეტი ==
ფილმი თბილისელი აშუღი [[საიათ-ნოვა]]ს ბიოგრაფიაა, რომელშიც პოეტის ცხოვრება მისი პოეზიით არის გაშუქებული მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღების ტრადიციული ქრონოლოგიის ნაცვლად. ფილმში ნაჩვენებია პოეტის ბავშვობა, პირველი სიყვარული, ბერობა და გარდაცვალება. მაგრამ ეს მოვლენები ნაჩვენებია ფარაჯანოვის წარმოსახვაში პოეტის ლექსების განსახიერებით, ლექსების, რომლებიც სანახაობა იყო და იშვიათად როგორც მხოლოდ მოსასმენი. [[სოფიკო ჭიაურელი]] თამაშობს ექვს როლს, მამაკაცისა და ქალისაც, ხოლო ფარაჯანოვი მონაწილეობს ფილმის თითქმის ყველა ასპექტში, გარდა დიალოგებისა და კამერის მოძრაობისა.
 
ფილმის შთაგონება, მისი თქმით, იყო "სომხური ილუსტრირებული მინიატურები. მე მინდოდა შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის."
 
== როლებში ==
* [[სოფიკო ჭიაურელი]] - პოეტი ყმაწვილობაში / პოეტის სიყვარული / პოეტის მუზა / მიმი / აღდგომის ანგელოზი
* მელკონ ალექსანიანი - პოეტი ბავშვობაში
* ვილენ გლასტიანი - პოეტი საკანში
* [[სპარტაკ ბაღაშვილი]] - პოეტის მამა
* [[მედეა ჯაფარიძე]] - პოეტის დედა
* [[გიორგი გეგეჭკორი]] - მოხუცი პოეტი
* [[ოვანეს მინასიანი]] - უფლისწული
* [[ონიკ მინასიანი]] - უფლისწული
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.parajanov.com Parajanov.com - ფარაჯანოვის ოფიციალური ვებსაიტი]
* {{imdb title|id=0063555|title=The Color of Pomegranates (Sayat Nova)}}
* [http://www.youtube.com/watch?v=D6PQAaxkco0 "საიათ-ნოვა"] YouTube-ზე
 
[[კატეგორია:სერგო ფარაჯანოვის ფილმები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბროწეულის_ფერი“-დან