ბოშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Khamoro_Roma_Festival_2007_Prague.jpg‎|thumb|350px|ბოშა გოგონები]]
'''ბოშები''' — ერი (უფრო სწორად კი, საერთო წარმოშობისა და ენის მქონე ეთნიკური ჯგუფები). საკუთარ თავს უწოდებენ "რომა"–ს. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც "სინტი". ბოშები წარმოშობით [[ინდოეთი|ინდოეთიდან]] მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ [[ევროპა|ევროპის]], [[აზია|აზიის]], [[ამერიკა|ამერიკისა]] და [[აფრიკა|აფრიკისა]] მრავალ ქვეყანაში, ასევე [[ავსტრალია|ავსტრალიაში]].
 
[[ინგლისელები]] მათ ტრადიციულად უწოდებენ ''Gypsies'' (Egyptians — «ეგვიპტელები»), [[ესპანელები]] — ''Gitanos'', [[ფრანგები]] — ''Bohémiens'' (ბოჰემიელები), ''Gitans'' ან ''Tsiganes'', [[გერმანელები]] — ''Zigeuner'', [[იტალიელები]] — ''Zingari'', [[ჰოლანდიელები]] — ''Heidens'' ("კერპთაყვანისმცემლები"), [[უნგრელები]] — ''Cigany'' ან ''Pharao nerek'' ("ფარაონის ტომი"), [[ფინელები]] — ''mustalaiset'' ("შავები"), [[თურქები]] — Çingerie, Çingane; [[ებრაელები]] — Tso’anim (צוענים), მომდინარეობს ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – "ცოანი"–დან. ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების [[ეთნონიმი]] – "რომა".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოშები“-დან