ორფეოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: == ორფეოსი == <br> ორფეოსი - იყო თრაკიის მეფის ეაგრას და მუზის [[კა...
 
ხაზი 1:
== ორფეოსი ==
<br> [[ორფეოსი]] - იყო თრაკიის მეფის ეაგრას და მუზის [[კალიოპე]]ს ვაჟიშვილი. ხოლო უფრო გვიანდელ ლეგენდებში ის მოხსენებულია როგორც [[აპოლონი]]ს შვილი, რომელმაც შეასწავლა სიმღერის ხელოვნება მას. ის მონაწილეობდა [[იაზონი]]ს მეთაურობით [[არგონავტები]]ს მოგზაურობაში [[კოლხეთის სამეფო]]ში [[ოქროს საწმისი]]ს დასაუფლებად. მან გადაარჩინა თავისი მეგობრები უკან დაბრუნების დროს. როდესაც მეზღვაურები სირინოზების ხმებით იყვნენ მონუსხულნი მან თავისი ლირის ხმით გადაფარა სირინოზთა ხმები. მან სწორედ თავისი მომღერალის ნიჭის გამოყენებით მოახერხა მიეღო პრივილეგია ჩასულიყო ქვესკნელის სამეფოში [[ევრიკიდე]]ს საძებნელად.
ორფეოსის ხმა და ლირა მთელს საბრძნეთში იყო განთქმული: მას შეეძლო ადამიანის გულის მოლბობა და ცხოველების მოთვინიერება, რომლებიც სასმენად უახლოვდებოდნენ; მაგრამ როდესაც სიკვდილმა მისი მეუღლე ევრიდიკე წაიყვანა, მან გამოამჟღავნა მუსიკოსისა და მომღერალის უდიდესი ნიჭი.
ევრიდიკე იყო ტყის ნიმფა. ერთხელ ის მწყემსმა არისთემ ნახა და მიახლოება სცადა. ის კი შიშისაგან გაიქცა. სირბილის დროს მას ფეხზე გველმა უკბინა და უსულოდ დაეცა. ორფეოსმა მთელი [[საბერძნეთი]] შემოიარა მწუხარე სიმღერების შესრულებით. ბოლოს და ბოლოს მან [[პელოპონესი]]ს უკიდურეს წერტილს მიაღწია სადაც მიწისქვეშა სამეფოს კარი იყო. თავისი სიმღერის მეშვეობით მან შეძლო დაერწმუნებინა [[ქარონი]] რათა გადაეყვანა ის სტიქსზე, იქ ყველას გული აუჩუყა მღერით, ძაღლ ქერბერსაც ([[ცერბერი]]). [[აიდი]]ს მეუღლის [[პერსეფონას]] შემწეობით მიაღწია ევრიდიკეს ცოცხალთა სამეფოში დაბრუნების ნებართვა, მხოლოდ ერთი პირობით, მას მთელი გზის განმავლობაში უნდა ემღერა შეუჩერებლად და არ უნდა გაეხედა უკან რომ დარწმუნებულიყო ცოლი მოჰყვებოდა თუ არა უკან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორფეოსი“-დან