ბერყენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ., ბმულები
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ბერყენა''', Pyrus-ის გვარის ველური მსხლების რამდენიმე სახეობა. ეკლიანი ბუჩქები ან ხეებია. აქვთ შეკრული ან მეჩხერი ვარჯი, შიშველი ან ვერცხლისფრად შებუსული ფოთლები. ნაყოფი მსხლისებრია, ზოგჯერ სფეროსებრი, ყავისფერი ან ყვითელი. გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[დასავლეთი აზია|დასავლეთ]] და [[შუა აზია]]ში, [[ირანი|ირანში]], [[ყირიმი|ყირიმსა]] და [[კავკასია]]ში. [[საქართველო]]ში გვხვდება ბერყენა 9 სახეობა, რომელთაგან 4 საქართველოს ენდემია (Pyrus demetrii, Pyrus ketzkhovelii, Pyrus fedorovii, Pyrus sachokiana). ბერყენა იზრდება მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, ნათელ ტყეებსა და ტყის პირებზე ხრიოკ და ქვაღორღიან ადგილებში, ზღვის დონიდან 900 მ-მდე. ნაყოფი ვიტამინებით მდიდარია, იჭმება. მერქანი იხმარება სადურგლო და სახარატო საქმეში. ყინვაგამლეა, ადვილად იტანს ხანრგლივ გვალვასა და ძლიერ ქარებს. კარგი საძირეა მსხლის კულტურული ჯიშების გამოსაყვანად; უყენებენ ტყე-პარკების გასაშენებლად გვალვიან და ურწყავ ადგილებში. მრავლდება თესლით და ფესვის ამონაყარით.
 
[[კატეგორია:მსხლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერყენა“-დან