ბასილი ზარზმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ბასილი ზარზმელი''', IX-X საუკუნეების [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და საეკლესიო მოღვაწე.
 
დაახლოებით [[916]]-[[926]] იყო [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტრის]] წინამძღვარი. ბასილი ზარზმელმა თავისი ბიძის, IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის [[სერაპიონ ზარზმელი|სერაპიონ ზარზმელის]] ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული]] თხზულება "ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი", რომელშიც სერაპიონის საქმიანობის გარდა, გადმოცემულია იმდროინდელი [[საქართველო|საქართველოს]] სოციალური ყოფის ამსახველი სურათები, სამხრეთ საქართველოს მონასტერთა ([[ზარზმა]], [[ოპიზა]], [[პარეხი]], [[ზანავი]] და სხვა) მშენებლობა-აღორძინების ამბები. აღწერილია საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობა, ეკლესიის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და სხვა.
 
ბასილი ზარზმელი თხზულებაში მოთხრობილი ზოგიერთი ამბის თვითმხილველია, ნაწილი ცნობებისა კი მას სერაპიონის მოწაფეთაგან შეუკრებია. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება" პირველხარისხოვან ისტორიულ წყაროდაა მიჩნეული.