ბაია (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Interwiki standardization
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ბაია''' (Ranunculus), მცენარეთა გვარი [[ბაიასებრნი|ბაიასებრთა]] ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახია, რომელსაც ფუნჯა ფესვები (ხშირად ფესურები) და მორიგეობით განლაგებული თათისებრ დაყოფილი ფოთლები აქვს. ყვავილები ცალადია ან შეკრებილია მეჩხერ ყვავილედებად. ყვავილსაფარი ორმაგია. ხუთწვერიანი. გვირგვინის ფურცელი ყვითელია, იშვიათად თეთრი; თითოეული ფურცლის ძირში სანექტრეებია. ნაყოფი კაკლიჭაა. ცნობილია 600-მდე სახეობა, საქართველოში 50-მდე, რომელთაგანაც 11 - საქართველოს ენდემია (Ranunculus Helenae, Ranunculus abchasicus და სხვა), 9 კი - კავკასიისა. ბაია გავრცელებულია ყველა სარტყელში - დაბლობიდან მაღალმთამდე. უყვარს ტენიანი ადგილები, თუმცა ზოგიერთი სახეობა ველებსა და ხრიოკებზეც გვხვდება. საქართველოში სახეობათა უმრავლესობა სუბალპურ და ალპურ მდელოებზე იზრდება, მცირე რაოდენობით გვხვდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველობებზე, თითო-ოროლა სახეობა კი (Ranunculus oxyspermus, Ranunculus meridionalis) ნახევრად უდაბნოებში და ველებზე. ბევრი მათგანი შხამიანია (Ranunculus sceleratus და სხვა). შეიცავს ანემონოლს, რომელიც იწვევს საქონლის მოწამვლას, თივა კი უვნებელია. ბაიათა საკმაოდ დიდი ნაწილი სარეველაა (ყანის ბაია - Ranunculus arvensis), ზოგი მეტნაკლებად დეკორატიული.
 
== ლიტერატურა ==
* სახოკია მ., ქსე, ტ. 2, გვ. 152, თბ., 1977
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაია_(გვარი)“-დან