ტიტუს მანლიუს იმპერიოსუს ტორკვატუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ru:Тит Манлий Империоз Торкват
ბოტის შეცვლა: en:Titus Manlius Torquatus (consul 347 BC); cosmetic changes
ხაზი 1:
'''ტიტუს მანლიუს იმპერიოსუს ტორკატუსი''' (''[[ლათინური ენა|ლათ.]]'' - Titus Manlius Imperiosus Torquatus) - [[რომის რესპუბლიკა|რომის]] სამგზის კონსული [[ძვ. წ. 347]], [[ძვ. წ. 344]] და [[ძვ. წ. 340]] წლებში.

== ბიოგრაფია ==
=== ბავშვობა და ახალგაზრდობა ===

ტიტუს მანლიუსი დაიბადა [[პატრიციები|პატრიციულ]] ოჯახში. მამამისი ლუციუს მანლიუსი სასტიკი პიროვნება იყო. [[ძვ. წ. 363]] წელს იგი [[დიქტატორი|დიქტატორად]] აირჩიეს რელიგიური რიტუალის შესასრულებლად, მაგრამ იგი ისე მოიქცა თითქოს საომრად ყოფილიყო არჩეული. მან დაიწყო ჯარის შეკრება, ხოლო ვისაც არ სურდა ჯასრში მსახურობა, იგი სასტიკად სჯიდა, ამით მან გამოიწვია ხალხის სიძულვილი. მისი ხასიათის გამო მას '''იმპერიოზა''' შეარქვეს, რაც ლათინურად ”მრისხანეს” ნიშნავს.
ხაზი 12:
[[რომაელები|რომაელებმა]] მოიწონეს შვილის ასეთი ერთგულება და იმავე წელს ჯარში სამხედრო ტრიბუნების არჩევისას ტიტუსმა ექვსიდან მეორე ადგილი მიიღო, მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა და არანაირი დამსახურებები ჯერ არ ჰქონდა.<ref>[[ტიტუს ლივიუსი]] [[რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან]] VII 3-5</ref>

=== გალ მეომართან ბრძოლა ===

[[ძვ. წ. 361]] წელს [[გალები]] დაბანაკდნენ რომის სიახლოვეს, ანიენუმის ხიდთან. ხიდის მეორე მხარეს კი რომაელების ბანაკი იყო. ხიდის მფლობელობისთვის ხშირად ხდებოდა შეტაკებები, მაგრამ მაინც ცხადი არ იყო, თუ ვინ აკონტროლებდა მას.
ხაზი 20:
მეგობრებმა ტიტუსი შეაიარაღეს და გაუშვეს გალისკენ, გალი კი დამცინავად უყოფდა მას ენას. გალი უზარმაზარი იყო და მორთული იყო სხვადასხვა სამკაულებით, ტიტუსი კი საშუალო სიმაღლის და შეიარაღებულიც იყო უფრო მოხერხებულად ვიდრე ლამაზად. მეომრები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, გალმა მთელი ძალით დაარტყა ხმალი ტიტუსის ფარს, მაგრამ უშედეგოდ, ტიტუსმა კი თავისი ფარით შეაკავა გალის ფარი და ორჯერ ჩასცა მას ხმალი მუცელში. გალი გაიშხლართა ხიდზე, ტიტუსმა მოხსნა მას სისხლიანი ყელსაბამი და თვითონ გაიკეთა. თავზარდაცემული გალები ჩუმად იდგნენ, ხოლო რომაელები ეცნენ ტიტუსს მოლოცვებით. მას ყელსაბამის გამო ტორკატუსი<ref>ტორკატუსი Torquatus - ლათინურად ყელსაბამს ნიშნავს.</ref> შეარქვეს. დიქტატორმა კი იგი [[ოქროს გვირგვინი]]თ დააჯილდოვა
[[ტიტუს ლივიუსი]] [[რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან]] VII 10

=== პირველი და მეორე კონსულობა ===

ძვ. წ. 361 წლიდან [[ძვ. წ. 349]] წლამდე, ანუ 12 წლის მანძილზე ტიტუსის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. 349 წელს იკი ცოტა ხნით დანიშნეს დიქტატორად არჩევნების ჩასატარებლად, 347 კი იგი აირჩიეს [[კონსული|კონსულად]] გაიუს პლავტიუსთან ერთად. ამ წელს არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა.
ხაზი 26:
მეორეც იგი კონსულად [[ძვ. წ. 344]] წელს აირჩიეს [[გაიუს მარციუს რუტილუსი|გაიუს მარციუს რუტილუსთან]] ერთად. ამ წელს მხოლოდ ის მოხდა რომ რომში ქვიანი წვიმა წამოვიდა, გადაწყდა საყოველთაო ლოცვების ჩატარება, რისთვისაც დიქტარორი აირჩიეს.

=== მესამე კონსულობა და ლათინებთან ომი ===

მესამედ მანლიუსი კონსული [[ძვ. წ. 340]] წელს გარდა, [[ლათინური ომი]]ს დაწყების წინ [[პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი)|პუბლიუს დეციუს მუსთან]] ერთად. [[სამნიტური ომები|პირველი სამნიტური ომი]] ახალი დასრულებული იყო, როდესაც ლათინური ქალაქების გაერთიანება [[რომის რესპუბლიკა|რომის]] კონტროლიდან გამოვიდა. [[რომის სენატი|სენატორებმა]] მოიწვიეს [[ლათინები]]ს ბელადები მოსალაპარაკებლად. [[კაპიტოლიუმის ბორცვი|კაპიტოლიუმზე]] ისინი ტიტუს მანლიუსს შეხვდნენ, და რომაელებთან თანასწორი უფლებების გარდა მოითხოვეს რომ ერთერთი კონსული მათი რიცხვიდან ყოფილიყო არჩეული. ტიტუსმა ეს მოთხოვნა დამამცირებლად და დამცინავად აღიქვა და ლათინებთან ომი დაიწყო.

ორივე კონსული ლეგიონებით [[კაპუა]]სკენ გაემართნენ და იქ დაბანაკდნენ. ღამით ორივე კონსულმა ერთი და იგივე სიზმარი ნახა, მათ გამოეცხადათ ღმერთი და უთხრა რომ ერთი ჯარის მხედართმთავარი და მეორე ჯარი ქვესკნელის ღმერთებს უნდა შეეწიროს მსხვერპლად.
ხაზი 50:
ამ გამარჯვების შემდეგ რომაელების წინააღმდეგ ანტიელები ამხედრდნენ. მანლიუსს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო მათ წინააღმდეგ ომის წარმოება, ამიტომ დაინიშნა დიქტატორი.

== შენიშვნები ==

* {{სქოლიოს სია}}

== წყაროები ==

* [http://www.ancientrome.ru/antlitr/livi/kn07-f.htm ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან]

== იხ. აგრეთვე ==

* [[ლათინური ომი]]
* [[პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი)|პუბლიუს დეციუს მუსი]]
* [[ბრძოლა ვეზუვის მთასთან]]

{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა | წინამორბედი= [[მარკუს ვალერიუს კორვუსი]], [[მარკუს პოპილიუსი ლენასი]]| ტიტული=[[რომის რესპუბლიკის კონსულთა სია|კონსული]] | წლები=[[ძვ. წ. 347]] ('''407''')

[[გაიუს პლაუტიუს ვენოქსი]]| შემდეგი=[[მარკუს ვალერიუს კორვუსი]], [[გაიუს პოეტილიუსი ლიბო ვისოლუსი]]}}
{{დაასრულე დაფა}}
{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა | წინამორბედი= [[მარკუს ფაბიუს დორსუო]], [[სერვიუს სულპიციუს კამერინუს რუფუსი]]| ტიტული=[[რომის რესპუბლიკის კონსულთა სია|კონსული]] | წლები=[[ძვ. წ. 344]] ('''410''')

[[გაიუს მარციუს რუტილუსი]]| შემდეგი=[[მარკუს ვალერიუს კორვუსი]], [[ავლუს კორნელიუს კოსუსი]]}}
{{დაასრულე დაფა}}
{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა | წინამორბედი= [[გაიუს პლაუტიუს ვენოქსი]], [[ლუციუს ემილიუს მარმეცინუს პრივერნასი]]| ტიტული=[[რომის რესპუბლიკის კონსულთა სია|კონსული]] | წლები=[[ძვ. წ. 340]] ('''414''')

[[პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი)|პუბლიუს დეციუს მუსი]]| შემდეგი=[[ტიბერიუს ემილიუს მამერცინუსი]], [[გაიუს პუბლილიუს ფილო]]}}
{{დაასრულე დაფა}}

ხაზი 82:
[[ca:Tit Manli Imperiós Torquat]]
[[de:Titus Manlius Imperiosus Torquatus]]
[[en:Titus Manlius Torquatus (consul 347 BC)]]
[[es:Tito Manlio Torcuato (cónsul 347 a. C.)]]
[[fr:Titus Manlius Imperiosus Torquatus (consul en -347)]]