არქანჯელო ლამბერტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''არქანჯელო ლამბერტი''' (Lamberti), [[იტალიელი]] მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი, ქ. [[ნეაპოლი]]ს მკვიდრი. [[1630]]-[[1649]] წლებში [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკური სარწმუნოების]] პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა [[საქართველო]]ში, [[ოდიშის სამთავრო]]ში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, [[1655]], გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა [[საქართველო]]ს შესახებ. იგი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. არქანჯელო ლამბერტს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი „წმინდა კოლხიდა“, რომელშიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ეს წიგნი [[ქართული ენა|ქართულად]] არ თარგმნილა. ზოგიერთი ცნობით, არქანჯელო ლამბერტი თავისი დროისათვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა.
 
== ლიტერატურა ==
* ''ანთელავა ი.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 116, თბ., 1983
 
{{DEFAULTSORT:ლამბერტი, არქანჯელო}}
 
[[კატეგორია:იტალიელები]]
[[კატეგორია:სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო]]