არსენ I (კათოლიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''არსენ I''', ''არსენ დიდი'', ''არსენ საფარელი'' (დ. დაახლოებით [[820]]/[[830]] ― გ. [[877]]/[[887]]), [[ქართველები|ქართველი]] საეკლესიო მოღვაწე და მწერალი.
 
ცნობები მისი [[ბიოგრაფია|ბიორგაფიიდან]] [[გიორგი მერჩულე|გიორგი მერჩულის]] "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ" შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როცა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათოლიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს [[გვარამ მამფალი|მამფალი გუარამ დიდი]], [[საეკლესიო კრებები|საეკლესიო კრება]] მოიწვიეს და "მძლავრობით" დადგენილი კათოლიკოსის წინაღღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ [[გრიგოლ ხანძთელი|გრიგოლ ხანძთელს]] არსენ I-თვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათოლიკოსად დაუმტკიცებია.
ხაზი 5:
არსენ I-ს მიეწერება პოლემიკური თხზულება "განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა", რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობასა და განხეთქილების ისტორიას, მიზნად ისახავს "განყოფის" ისტორიულ-პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ-დოგმატიკურ მიზეზების გარკვევას. ზოგი მკვლევარი ამ თხზულების ავტორად თვლის არსენის სახელით ცნობილ სხვადასხვა მოღვაწეს (VII საუკუნის არსენ კათოლიკოსს, X საუკუნის [[არსენ II]] კათოლიკოსს, [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელს]]).
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]