მოტეხილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ru:Перелом кости
ხაზი 55:
 
==მკურნალობა==
მოტეხილობის მკურნალობის პრინციპი ასეთია: თუ ძვლები შეცილეულია, უნდა ჩასწორდეს, ამის შემდეგ კი კიდური სრულ შეხორცებამდე უძრავად დაფიქსირდეს. ამის მოხერხება შეიძლება როგორც კონსერვატიული მეთოდებით, ისე ოპერაციით. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას [[ტრავმატოლოგია|ტრავმატოლოგი]] ადგენს.
 
კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს დაჭიმვას (ხალხში გირების დაკიდებას რომ უწოდებენ) ან ჩასწორებას და შემდგომ [[თაბაშირი]]ს დადებას. თაბაშირის დადებისას აუცილებელია, თაბაშირში სამი სეგმენტი მაინც იყოს მოქცეული - მხოლოდ ასე მოხერხდება ტრავმირებული კიდურის უძრაობის შენარჩუნება. მაგალითად, თუ სახსარია დაზიანებული, თაბაშირი უნდა დაედოს ამ სახსარსა და მეზობელ ორ ძვალს, თუ ძვალი - ამ ძვალსა და მის მიმდებარე ორ სახსარს. თუ ეს პრინციპი არ იქნა დაცული, საიმობილიზაციო საშუალების გამოყენებას აზრი ეკარგება, რადგან უძრაობას ვერ შეინარჩუნებს, მხოლოდ ზედმეტ ტვირთად დააწვება ავადმყოფს.
 
ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა მოტეხილი ძვლის კონსერვატიულად ჩასწორება ვერ ხერხდება ან ფიქსაციის დროს მოსალოდნელია ძვლის ფრაგმენტების მეორეული შეცილება - ხელახალი ცდომა თაბაშირის ნახვევში.
 
ოპერაციული მკურნალობის დროს მოტეხილ ძვლებს ამაგრებენ სპეციალური მეტალის ფიქსატორებით, რომლებიც იმდენად სრულყოფილია, რომ გარეგანი საიმობილიზაციო საშუალებების დამატება აღარ სჭირდება. ასეთი ფიქსაცია იძლევა საშუალებას, პაციენტმა მალევე დაიწყოს მოძრაობა და თავიდან აიცილოს სახსრის ჩაკეტვა, კუნთების ატროფია და სხვა.
 
სასურველია, შეხორცების შემდეგ ფიქსატორი ამოღებულ იქნეს, რათა უკვე გამოჯანმრთელებული ძვალი სრულყოფილად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ატროფირდება.
 
კუნთების ატროფიის თავიდან ასაცილებლად პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე ურჩევენ, კუნთები ავარჯიშოს - პერიოდულად (საათშ 1-2 წუთის განმავლობაში) დაჭიმოს და მოადუნოს. მოგვიანებით, როცა ჭრილობა ბოლომდე მოშუშდება, შეიძლება მასაჟის დაწყებაც.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოტეხილობა“-დან