სერაპიონ ზარზმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
* ოპიზაში სერაპიონს ერთმა ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა. უეცრად ყველას თვალწინ ეს კაცი დაეცა, გაუსივდა და გადმოუვარდა ენა, გადმოსდიოდა დუჟი და გორავდა მიწაზე. კაცი მალე გონს მოეგო და თუმცა ენით ვერ მეტყველებდა, შეუვარდა ფეხებში იქ მდგომ ბერებს და აღიარა თავისი შეცდომა. სერაპიონმა უპასუხა, რომ ეს ღვთის განგება იყო, დაიჩოქა და შესთხოვა ღმერთს იმ კაცის განკურნება, რომელიც ეშმაკმა აცთუნა. მაშინათვე დაუცხრა სნეულს ენა და განიკურნა.
 
* სერაპიონი სასწაულებს აღასრულებდა გარდაცვალების შემდეგაც. მრავალი ადამიანი განიკურნა სენთაგან მისი დაკრძალვის ჟამს. როდესაც სერაპიონის ცხედარი დასვენებული იყო ეკლესიაში, მოვიდა ერთი სნეული კაცი, რომელსაც სისხლი სდიოდა სარცხვენელიდან და მძაფრი ტკივილით იკრუნჩხებოდა. მოეხვია ეს კაცი ტახტს, რომელზეც სერაპიონისსერაპიონი იყო დასვენებული, და დაეცა როგორც მკვდარი. ხოლო ცოტა ხანში ყველას დასანახად წარსცვივდა ორი დიდი ქვა სარცხვენელიდან და სრულიად განიკურნა.
 
* როდესაც [[ბასილ ზარზმლისზარზმლი]]ს მცდელობით სერაპიონის წმ. ნაწილები ახალ ქვის ლარნაკში გადასვენესგადაასვენეს, სოფლიდან, რომელსაც ეწოდებოდა ბობღა, მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წართმეული ჰქონდა თვალის მხედველობა მარჯვენა თვალში, ხოლო მარცხენა თვალი სტკიოდა. შეუვრდა ეს კაცი წმინდა ლარნაკს და მაშინათვე განიკურნა.