სერაპიონ ზარზმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Serapion zarzmeli.jpg|right|thumb|150 px|წმ. სერაპიონ ზარზმელი ]]
 
'''სერაპიონ ზარზმელი''' (IX ს.) - სამცხეში [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტრის]] დამაარსებელი და პირველი [[წინამძღვარი]], [[საქართველოს_ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[წმინდანი]], ხსენების დღე – 29 ოქტომბერი. სერაპიონი წარმოშობით იყო [[კლარჯეთი]]დან, ღირსეული ოჯახიდან. სერაპიონს ორი ძმა ჰყავდა. სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა და ძმები დარჩენ. სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად [[ოპიზის_მონასტერი|ოპიზის მონასტერში]], [[მიქაელ_პარეხელი|მიქაელ პარეხელთან]] მივიდა და [[ბერი|ბერად]] შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით [[მღვდელი|მღვდლად]] იკურთხა. მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს [[ფერისცვალება|ფერისცვალების]] [[ხატი]], რომელიც ახლად აშენებულ [[ეკლესია]]ში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის [[დიდი მთავარი]], [[გიორგი ჩორჩანელი]], თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის [[ტიპოკონი]].
 
Line 9 ⟶ 11:
''სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში'' აღწერილია [[სასწაული|სასწაულები]], რომლებიც სერაპიონმა აღასრულა როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ:
 
* სამცხისა დიდი მთავარი, [[გიორგი ჩორჩანელი]] შეჰპირდა სერაპიონს მონასტრისათვის ებოძებინა ის მიწა, რომლის შემოვლასაც სერაპიონი და მისი თანმხლებნი მოასწრებდნენ განთიადიდან მზის ჩასვლამდე. მეორე დღეს სერაპიონი, მისი ძმა იოანე და კიდევ ერთი ბერი, გიორგი ჩორჩანელის მიერ მიჩენილი მეგზურის თანხლებით გაემართენ ტერიტორიის შემოსავლელად. გზაში ორი მდინარის შესაყართან აგებულ წისქვილთან გაიარეს, საიდანაც გამოვიდენ უკეთური და ველური ადამიანები. ისინი აკავებდნენ სერაპიონს და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდენ. სერაპიონმა უწინასწარმეტყველა მათ, რომ მალე აღიგვებოდა პირისაგან მიწისა ეს ადგილი. სერაპიონი და მისი თანამგზავრნი ტბას მიადგნენ, რომელიც, მათი თანმხლები ადგილობრივი მკვიდრის სიტყვით, ნადირობის გამო ხშირად ყოფილა შფოთისა და დაპირისპირების ადგილი. ამ ტბასთან მისულებს შემოხვდათ მონადირეები, რომლებიც არ აძლევდენ სერაპიონს და მის თანმხლებთ გზის გაგრძელების უფლებას, რათა არ დაეფრთხოთ ნადირი. სერაპიონს და მის თანმხლებთ მოუწიათ სხვა გზით წასვლა. მეორე დღეს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, და განიპო კლდე ტბის დასავლეთით, ტბა წყლისაგან დაიცალა და წალეკა წისქვილი, ხოლო ტბის ადგილას ლოდიანი ველი დარჩა. ყველა მიხვდა, რომ ასე მიეგოთ საზღაური უკეთურ ადამიანებს.
 
* პარეხში მისულ სერაპიონს მიქაელმა პარეხელმა მისცა გამხმარი [[ბაია]]ს ტოტი და უბრძანა ეკლესიის მახლობლად მისი დარგვა. თუ ეს გამხმარი ტოტი გაიხარებდა სერაპიონს უნდა გაეგრძელებინა მონასტრის მშენებლობა. მართლაც, დარგო სერაპიონმა ეს რტო ეკლესიის მახლობლად, მოხდა სასწაული - ტოტი ამწვანდა და ფოთლებით შეიმოსა.