დონ კიხოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
სულ ნაწარმოებში მოთხრობილია დონ კიხოტის სამი გამგზავრება. მესამე გამგზავრება აღწერილია "დონ კიხოტის" მეორე ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნაწილი მთლიანობაში ერთ განუყოფელ ნაწარმოებს შეადგენს, ითვლება რომ მეორე ნაწილი უფრო ღრმა და ფილოსოფიურია. პირველი გამგზავრების დროს მომხდარი რამდენიმე "წარუმატებელი" ფათერაკის შემდეგ რაინდი გადაწყვეტს გაითვალილწინოს შეცდომები და მეორედ უფრო მომზადებული გაემგზავროს: კერძოდ, დონ კიხოტი დაითანხმებს თანასოფლელ გულუბრყვილო გლეხს, [[სანჩო პანსა|სანჩო პანსას]] გახდეს მისი [[საჭურველმტვირთველი]] და სამაგიეროდ პირდება რომ მომავალში რომელიმე კუნძულის გუბერნატორად დანიშნავს, რომელსაც ბედი ხელში ჩაუგდებთ (ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებოდა მის მიერ წაკითხულ სარაინდო წიგნებში). მთელი ნაწარმოები დაყოფილია თავებად, რომლებიც ერთ რომელიმე კონკრეტულ ისტორიას, ანუ "ფათერაკს" აღწერს, თუმცა ასევე შიგადაშიგ ჩართულია სხვა, მცირე ზომის მოთხრობები და ისტორიები, რომლებსაც დამოუკიდებელი სიუჟეტი გააჩნიათ.
 
==პუბლიკაცია და პოპულარობა==
==სქოლიო==
 
"დონ კიხოტის" პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1605 წელს და ძალიან სწრაფად დაიმსახურა საზოგადოების არნახული ყურადღება როგორც ესპანეთში, ისე მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში. ნაწარმოები მალევე ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და დღემდე ინარჩუნებს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო რომანის სტატუსს. რაც შეეხება სერვანტესის მიერ შექმნილ ლიტერატურულ სახეებს, მათი პოპულარობა ხანდახან თვით ავტორისასაც კი აჭარბებს: დედამიწაზე არ არსებობს მეტ ნაკლებად განათლებული ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს თავქარიანი კეთილი იდალგოსა და მისი ერთგული საჭურველმტვირთველის ფათერაკებით სავსე მოგზაურობების შესახებ. სერვანტესის პერსონჟები საყოველთაო ეპითეტებადაც კი იქცნენ: ადამიანს, რომელსაც ახასიათებს დადებითი, მაგრამ ხშირად [უტოპია|უტოპიური] იდეალებისკენ სწრაფვა დღემდე "დონ კიხოტად" მოიხსენიებენ. ასევე არსებობს ტერმინი [დონკიხოტიზმი], რომელიც ზეიდეალურობის სინონიმად ითვლება.
 
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დონ_კიხოტი“-დან