ტრუბადური (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
|
|}
 
 
== სიუჟეტი ==
ვერდი მოქმედებებს <<ნაწილები>> დაარქვა და თითოული დაასათაურა.
 
'''მოქმედება პირველი <<დუელი>>'''
 
'''სურათი პირველი.''' ახალგზრდა გრაფ დი ლუნას ციხე–სიმაგრის საგუშაგო. ფერნანდო, საგუშაგოს ოფიცერი აღვიძებს მძინარე გუშაგებს. ის აფრთხილებს მათ, რომ შესაძლებელია გრაფმა წაუსწროს, რომელიც ხშირად დაეხეტება ღამით, ჰერცოგინია ლეონორას ფანჯრის ქვეშ. გუშაგები სთხოვენ ფერნანდოს მოყვეს საიდუმლო ისტორიას გრაფის ძმაზე. ფერნანდომ რათა გამოაფხიზლოს ისინი, სიამოვნებით თანხმდება და იწყებს თხრობას.
 
<<მოხუც დი ლუნას ჰყავდა ორი ვაჟი. ერთხელ ღამით, როდესაც ციხე–სიმაგრეში ყველას ეძინა, უმცროს ვაჟის ოთახში შეიპარა ბოშა ქალი და მოაჯადოვა იგი. ბოშა ქალი გააგდეს, თუმცა იგი ყველას არწმუნებდა, რომ პატარას ბედნიერება ელოდა. მალე ბავშვი დაავადმყოფდა და თვალსა და ხელს შუა ჭკნებოდა. ჯადოქარი დაიჭირეს და კოცონზე დაწვეს. მისმა ქალიშვილმა კი, ახალგზარდა ბოშამ, იზუჩენამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა დედის გამო. დაწვის ღამეს მან თავისი შვილით შეაღწია სასახლეში, მოიპარა გრაფის ჩვილი აკვნიდან და ჩააგდო ცეცხლში, რომელშიც იწვოდა დედამისი. ამის შემდეგ მოხუც გრაფს დიდხანს არ უცოცხლია და სიკვდილამდე არ სჯეროდა შვილის დაღუპვა. სიკვდილის წინ მან თავის უფროს ვაჟს დაუბარა შური ეძია ძმისთვის. ამ დროდან იგი ყველგან ეძებს ბოშა ქალს, თუმცა უშედეგოდ>>. ფერნანდო ამატებს, რომ მოხუცი ჯადოქრის სული ჯერ კიდევ დაეხეტება და სხვადასხვა სახეს იღებს. ზარი რეკს შუაღამით, შეშინებული ჯარისკაცები და ფერნანდო გადიან.
 
'''სურათი მეორე.''' ლეონორას ბაღი. ღამეა. ლეონორა მოუთმენლად ელოდება თავის საყვარელს, ტრუბადურ მონრიკოს. ის უყვება თავის მეგობარ ინესს მათ სიყვარულზე. უკანასკნელ სასიმღერო შეჯიბრზე მან ყველა კონკურენტს აჯობა და ახლა ყოველ ღამით უმღერის მას ფანჯრებთან. ინესი ურჩევს მას შეეშვას ამ გატაცებას, ვინაიდან მისი წინათგრძნობა ეუბნება, რომ იგი დაღუპავს ლეონორას. გოგონები მიდიან ციხე–სიმაგრეში. ტევრის მდუმარებას ტრუბადურის სერენადა არღვევს. გაიგონა რა სერენადა, ბაღში შედის დი ლუნა, ლეონორაზე შეყვარებული. სიბნელეში ლეონორა გრაფს სანატრელ ტრუბადურად აღიქვამს და გამოირბენს მის შესახვედრად, მაგრამ ღრუბლებიდან ეჩვენება ლუნა და რწმუნდება თავის შეცდომაში. ხეებიდან გამოდის ტრუბადური, რომელშიც გრაფი შეიცნობს თავის წყეულ მტერს მანრიკოს, სიკვდილ მისჯილს და არაგონიიდან განდევნილს. დი ლუნა უცხადებს მას, რომ ჩამოკრა მისი სიკვდილს საათმა და იწვევს მას დუელში. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შორდებიან, მომარჯვებული დაშნებით, ლეონორა ეცემა გულწასული.
 
 
'''მოქმედება მეორე <<ბოშა ქალი>>'''
 
'''სურათი პირველი.''' ბოშათა ბანაკი მთებში. აისი. კოცონთან – ბოშა აზუჩენა და მისი აყვანილი შვილი მანრიკო, რომელიც ეს–ეს არის განკურნა გრაფთან დუელში მიღებული მძიმე ჭრილობისგან. აზუჩენა სევდიან სიმღერაში იხსენებს დედამისს, რომელიც სასტიკმა ადამიანებმა კოცონზე დაწვეს. შურისძიების წყურვილით დაბრმავებულმა აზუჩენამ, შეცდომით ცეცხლში გრაფის შვილის მაგიერ, თავისი, საკუთარი შვილი ჩააგდო. გრაფის ვაჟი, მანრიკო, აზუჩენამ ღვიძლი შვილივით გაზარდა. დედამისის სიკვდილი შურისძიების გარეშე დარჩა, მანრიკოს ვალია აღასრულოს იგი. მანრიკოს მეგობარი, რუისი, ეუბნება მას, რომ ლეონორას სურს მონასტერში წავიდეს, რადგან ჰგონია რომ ტრუბადური მოკვდა. მანრიკო ემშვიდობება აზუჩენას და მიიჩქარის ლეონორასკენ.
 
სურათი მეორე. ღამეა. მოსტერთან მიდის ჯარისკაცთა დანაყოფი გრაფ დი ლუნასა და ფერნანდოს მეთაურობით. მათ სურთ მოიტაცონ ლეონორა, სანამ იგი მონაზვნად შედგება. როგორც კი იგი სამლოცველოდან გამოდის, გრაფი მივარდება მას, გზაზე კი მანრიკო გადაეღობება თავისი მეოგბრებით. გრაფის რაზმი მიმოფანტულია და გაქცევით შველიან თავს. ლეონორა, რომელიც თვალებს არ უჯერებს, უვარდება მანრიკოს მკლავებში, რომელსაც აქამდე დაღუპულად თვლიდა.
 
 
 
 
[[bg:Трубадур (опера)]]