კრაისლერ-ბილდინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: sk:Chrysler Building
სტრუქტურა - შენობა, ლობი - ვესტიბული
ხაზი 12:
 
 
'''კრაისლერ ბილდინგი''' (ანუ '''კრაისლერის შენობა''') 319 მ (1048 ფუტი) სიმაღლის [[არტ-დეკო|არტ-დეკოს]] სტილის ცათამბჯენი მდებარეობს [[ისტ-საიდი|ისტ-საიდ]] [[მანჰეტენი|მანჰეტენზე]] 42-ე ქუიჩისა და ლექსინგტონის ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა [[კრაისლერის კორპორაცია|კრაისლერის კორპორაციისთვის]], თუმცა ამჟამად შენობა TMW Real Estate (75%) და Tishman Speyer Properties (25%) საკუთრებაშია. კრაისლერ ბილდინგი პირველი სტრუქტურანაგებობა იყო მსოფლიოში რომელმაც 1000 ფუტის სიმაღლეს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკის]] სიმბოლო.
 
==ისტორია==
შენობის პროექტი ეკუთვნის [[ვან ალენი, უილიამ|უილიამ ვან ალენს]], რომელიც [[რეინოლდსი, უილიამ|უილიამ რეინოლდსის]] შეკვეთით შესრულდა. პროექტი შემდგომში [[კრაისლერი, უოლტერ|უოლტერ კრაისლერმა]] შეიძინა საკუთარი კომპანიის შტაბ-ბინისთვის.
 
შენობის აგების პერიოდში ნიუ-იორკის მშენებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოში უდიდესი ცათამბჯენის შექმნაში. კრაისლერ ბილდინგის მშენებლობა მიმდინარეობდა განუმეორებელი სისწრაფით - 4 სართული კვირაში - და მასზე არცერთი მშენებელი-მუშა არ დაღუპულა. დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შენობა სიმაღლით [[სევერანსი, კრეიგ|კრეიგ სევერანსის]] [[უოლ სტრიტი|უოლ სტრიტზე]] მდებარე ცათამბჯენს გაუტოლდა; ამ ფაქტით აღშფოთებულმა ბატონმა სევერანსმა საკუთარ შენობას სასწრაფოდ დაამატა ორი ფუტი (60 სმ) სიმაღლეში, მსოფლიოს უმაღლესი შენობის ტიტულის მოსაპოვებლად (ეს ტერმინი გამორიცხავს ისეთ სტრუქტურებსნაგებობებს, როგორიცაა [[ეიფელის კოშკი]]).
 
თუმცა ბატონ ვან ალენს საიდუმლოდ უკვე ჰქონდა აღებული ნებართვა კრაისლერზე 125 ფუტი (38.1 მ) სიმაღლის ქიმის დასამონტაჟებლად, რომელსაც ასევე კონსპირაციულად ამავე შენობის შიგნით აწყობდნენ. ქიმი, რომელიც "ნიროსტას" უჟანგავი ლითონისა იყო, შენობის თავზე აღმართეს [[1929]] წლის [[23 ოქტომბერი|23 ოქტომბერს]], რამაც კრაისლერ ბილდინგი არა მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი შენობა, არამედ მსოფლიოს უმაღლესი სტრუქტურაცნაგებობა გახადა. ვან ალენი და კრაისლერი ამ ტიტულით მხოლოდ ერთი წელიღა ამაყობდნენ, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში დასრულდა მშენებლობა [[ემპაია სტეიტ ბილდინგი|ემპაია სტეიტ ბილდინგზე]]. ამ ფაქტით განაწყენებულმა ბატონმა კრაისლერმა ვან ალენს გასამრჯელოს გადახდაზე უარი განუცხადა. კრაისლერ ბილდინგი საზოგადოებისთვის [[1930]] წლის [[27 მაისი|27 მაისს]] გაიხსნა.
 
==არქიტექტურა==
კრაისლერ ბილდინგი ამერიკული [[არტ-დეკო]] სტილის თვალსაჩინო ნიმუშია, ხოლო ცათამბჯენის კოშკის ოვალური ორნამენტები იმდროინდელი კრაისლერის ავტომობილების საბურავების სახურავის იმიტაციაა. შენობას მიიჩნევენ ნიუ-იორკის არტ-დეკოს პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად, რაც თავისთავად ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს პერიოდად ქალაქის არქიტექტურულ განვითარებაში.
 
შენობის ლობივესტიბიული ისევე ელეგანტურია, როგორც თავად შენობა. გახსნის პირველ წლებში შენობის ბოლო სართულზე საზოგადოებისთვის პანორამული გალერეა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით რესტორნად გადაკეთდა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფინანსურად თავის შენახვა ვერ შეძლო [[დიდი დეპრესია|დიდი დეპრესიის]] პერიოდში და ყოფილი პანორამული გალერეა კერძო კლუბად გადაკეთდა. შენობის ბოლო სართულები ვიწროა, დაქანებული დაბალი ჭერით და პროექტით გათვალისწინებული იყო რადიოს სამაუწყებლო ტექნიკის და სხვა ელექტრო-მექნიკური მოწყობილობის განსათავსებლად.
 
კრაისლერ ბილდინგი მის თანამედროვე კრიტიკოსთა მიერ უარყოფითად იქნა აღქმული ე.წ. "ფრივოლური" დეკორაციებისთვის, რაც იმჟამინდელი მკაცრი ფუნქციონალური მოდერნიზმიდან გადახრას წარმოადგენდა. თუმცა საზოგადოებისთვის ის სწრაფად გახდა ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმბოლო. დროთა განმავლობასი ის 1920-იანი წლების არქიტექტურული ექსპრესიის ბუმის, რომელიც [[1929]] წლის დეპრესიით დასრულდა, საუკეთესო ნიმუშად შერაცხეს. შენობა დღემდე ნიუ-ორკელების ფავორიტადრჩეულად რჩება. [[2005]] წლის ზაფხულში არქიტექტორთა, მშენებლეთა, კრიტიკოსთა, ინჟინერთა, ისტორიკოსთა და სხვათა შორის წარმოებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა ნიუ-იორკის 25 ცათამბჯენიდან 10 საუკეთესოს შერჩევას, კრაისლერ ბილდინგი პირველ ადგილზე დასახელდა გამოკითხულთა 90% მიერ.
 
==გალერეა==