თამარ დეკანოსიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი
| ფოტო = თამარ დეკანოსიძე.jpg}}
'''თამარ დეკანოსიძე''' (დ. [[3 ნოემბერი]], [[1922]], [[ხარაგაული]], — გ. [[23 ივლისი]], [[2008]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პათოლოგანატომი. [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[წევრ-კორესპონდენტი]] (1983), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1973). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), [[პროფესორი]] (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976). თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).
 
[[1943]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი]] (თსსი);. 1943-1969 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1969-1973 წლებში — ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973-1996 წლებში — პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე; 1943-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებების პროზექტორად. 1980-2000 წლებში იყო [[საქართველოს ჯანდაცვისჯანმრთელობის სამინისტროსდაცვის სამინისტრო|საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო]]ს მთავარი პათოლოგანატომი, 1984-1999 წლებში — საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მონაწილეობდა თბილისში [[9 აპრილის ტრაგედია|1989 წლის 9 აპრილის]] მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. დეკანოსიძის სამეცნიერო შრომები ეხება [[საქართველო]]ში სექციური მასალის ანალიზს ნოზოლოგიური პროფილის დადგენის მიზნით, ნერვულქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლოგიური ზრდის პირობებში გეროგენული ცვლილებების მორფოლოგიური საფუძვლებს, სამედიცინო-ბიოლოგიური პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა). 1990-1991 წლებში იყო [[საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები|საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო]]ს წევრი: [[საქართველოს სსრ კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტიისგან]]. ხელი აქვს მოწერილი[[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი|საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე]] (1991 წლის 9 აპრილი).
 
ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 6 [[მონოგრაფია]], მათ შორის „შეგუებისა და კომპენსაციური პროცესების მორფოფუნქციური საფუძვლები“, რომელშიც მიენიჭა ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია 1962 წელს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 187 საკანდიდატო და 72 სადოქტორო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პათოლოგიური ანატომიის სამსახურის (1968), ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის სწავლების (1969), პათოლოგიური ანატომიის სწავლების რეორგანიზაცია (1973), იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს და ჟურნალ „Архив патологии“-ს რედ. კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).
ხაზი 12:
{{nplg ბიოგრაფია|00003703}}
*[http://www.parliament.ge/ge/parlamentarebi/wina-mowvevis-parlamentebi/saqartvelos-respublikis-pirveli-mowvevis-uzenaesi-sabcho-1990-1991-ww/tamar-dekanosize-44886.page თამარ დეკანოსიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი]
{{საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები}}
{{DEFAULTSORT:დეკანოსიძე, თამარ}}