სპექტრუმის დიდი ენციკლოპედია
სპექტრუმის დიდი ენციკლოპედია (ნიდ. Grote Spectrum Encyclopedie) — უნივერსალური ენციკლოპედია ნიდერლანდურ ენაზე, რომელიც გამოსცა გამომცემლობა „Het Spectrum“-მა. ძირითადი ტომები 1974-80 წლებში გამოვიდა უტრეხტში.
აღწერილობა
რედაქტირებაენციკლოპედია შეიცავს 5 ათასამდე ვრცელ სტატიას სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა სფეროდან. ყველა ილუსტრაცია და გაფორმება ფერადია, რაც მსგავსი ტიპის გამოცემებისათვის ნიდერლანდებში სიახლეს წარმოადგენს. 1972-1974 წლებში სპექტრუმის მთავარი რედაქტორი ინეს ვან-ეიკი იყო, რომელიც 1971-72 წლებში თავადაც ამზადებდა საენციკლოპედიე სტატიებს.
გამოცემის ტომები ჩვეულებრივ ბინაზე მიტანით იყიდებოდა, საერთო ღირებულება კი 2500 ჰოლანდიურ გულდენს შეადგენდა. შესაძლებელი იყო კრედიტით შეძენაც თვიური 60 გულდენის გადახდით.
1990-იან წლებში, როდესაც ინფორმაციის ახალი მატარებლები CD-ROM, DVD გაჩნდა, ენციკლოპედიის მეორე ბეჭდური გამოცემის პროექტი შეაჩერეს. ამის მიუხედავად, 2002 წელს გამოიცა ენციკლოპედიის აქტუალიზებული დამატება.
შემადგენლობა
რედაქტირებაენციკლოპედია ანბანურად A-დან Z-მდე დალაგებული ოცი ძირითადი ტომისგან შედგება, გარდა ამისა, მომდევნო ოთხი ტომი შეიცავს საკვანძო სიტყვებს განხილული თემებიდან და პირდაპირ ამისამართებს საჭირო გვერდზე. 24-ე ტომი ასევე შეიცავს ბიბლიოგრაფიას, რომელიც თავად ძირითად ტომებში არ გვხვდება. 1984 წელს გამოვიდა 25-ე დამატებითი ტომი განახლებებითურთ.
ტომი | დასახელება | შენიშვნა |
---|---|---|
1 | Aal-Arg | |
2 | Arg-Bew | |
3 | Bew-Cau | |
4 | Cau-Den | |
5 | Den-Ele | |
6 | Ele-Fra | |
7 | Fra-Gra | |
8 | Gra-Hum | |
9 | Hum-Joo | |
10 | Jor-Kub | |
11 | Kun-Mal | |
12 | Mal-Myc | |
13 | Mijn-Ont | |
14 | Ont-Pla | |
15 | Pla-Res | |
16 | Ret-Ske | |
17 | Ski-De Sti | |
18 | Sty-Var | |
19 | Var-Wat | |
20 | Wat-Zwo | |
21 | Aa-Dyj | სალექსიკონო ტომი |
22 | Dyk-Leh | სალექსიკონო ტომი |
23 | Lei-Sau | სალექსიკონო ტომი |
24 | Sau-Zzw, ბიბლიოგრაფია | სალექსიკონო ტომი |
25 | დამატებანი | დამატებითი ტომი |