სპექტროჰელიოსკოპი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სპექტროჰელიოსკოპი — სპექტრული ასტრონომიული ხელსაწყო; იყენებენ მონოქრომატულ სხივებში მზეზე დასაკვირვებლად; სპექტროსკოპ-მონოქრომატორი, რომლის შესასვლელი ჭვრიტის სიბრტყეზე სარკე ან გრძელფოკუსიანი ობიექტივი აგეგმილებს მზის გამოსახულებას, თვით ჭვრიტე ამოკვეთს ამ გამოსახულების ნაწილს, გამოსაკვლევი ჭვრიტე კი გამოყოფს რომელიმე სპექტრულ ხაზს. ჭვრიტეების სწრაფი სინქრონული რხევითი მოძრაობისას ჩანს ამ ხაზში გამომსხივებელი მზის აქტიური წარმონაქმნები: ბოჭკოები, ფლოკულები, პროტუბერანცები და სხვა. სპექტროჰელიოსკოპის აგება პირველად სცადეს 1891 წლს ა. დელანდრმა და ჯ. ჰეილმა.