სპანტაღუდ ტბელიXI საუკუნის ქართველი დიდგვაროვანი. იმყოფებოდა ბიზანტიის სამსახურში. ატარებდა პატრიკისა და სტრატეგის წოდებებს. სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა ტბელების ფეოდალურ საგვარეულოს.

იხსენიება სირიაში, ბიზანტიური ციხესიმაგრე ბალატუნუსის ნანგრევებში 2008 წელს აღმოჩენილ ორენოვან ბერძნულ-ქართულ წარწერაში, როგორც პატრიკი და სტრატეგი და ამ ციხის ერთ-ერთი ბურჯის აღმშენებელი. წარწერა 1031 წლით თარიღდება და ამჟამად ინახება სირიის ქ. ლატაკიის მუზეუმში. იგი უნდა იყოს 1040 წელს შავი მთის კალიპოს მონასტერში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის პროხორესათვის გადაწერილი ხელნაწერის კოლოფონში მოხსენიებული სპანდაღუტ პატრიკი და შიდა ქართლის ბორცვისჯვრის წარწერების „სპდღ~დ“, შვილი პატრიკიოს ტბელი ქავთარის ძისა, ასევე თრიალეთის კლდეისას ტაძრის წარწერის „სპ(ა)ნდ(ა)ღუდ“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაზა ალექსიძე. ბიზანტიის იმპერიის უცნობი ქართველი დიდი მოხელე და მისი საგვარეულო // ანალები. ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი. თბ.: ეძღვნება ნანა ხაზარაძის საიუბილეო თარიღს. - 2011. - #7. – გვ. 29-59.