სოფი მენტერი
სოფი მენტერი (დ. 1846 — გ. 1918) — გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი, ფრანც ლისტის ფავორიტი სტუდენტი იყო. მას პარიზში ლისტის განსახიერებას ეძახდნენ მისი ძლიერი, ელექტორული სათამაშო სტილის გამო.
ბიოგრაფია
რედაქტირებასოფო წარმოუდგენლად ნიჭიერი იყო, მაგრამ მისი მუსიკალური განათლება უკანა პლანზე გადაიწია. ჯოზეფს არ სურდა, რომ მის ახალგაზრდა ქალიშვილს კონსერვატორიაში ესწავლა და, უფრო მეტიც, საშინლად ავად გახდა. მენტერის მამა გარდაიცვალა 1856 წლის აპრილში, 48 წლის ასაკში, როდესაც სოფი ცხრა წლის იყო. სოფი შესრულების ენერგიული სტილის გამო, იმ დროის ერთ-ერთ გამორჩეულ და უდიდეს ვირტუოზად ითვლებოდა. სოფი დაიბადა მიუნხენში, ჩელისტი იოსეფ მენტერისა და მომღერალ ვილჰელმინე მენტერის ოჯახში. ფორტეპიანოზე დაკვრა მან ცნობილ გერმანელ პიანისტთან და პედაგოგთან, შტუტგარდის მუსიკალური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელთან ზიგმუნდ ლებერტთან და მოგვიანებით ფრედერიკ ნიდსთან შეისწავლა. პირველი საკონცერტო გამოსვლები შტუტგარტში, ფრანკფურტსა და შვეიცარიაში ჰქონდა. იგი ლისტის მოსწავლე 1869 წელს გახდა, შემდგომ დაქორწინდა ჩელისტ დევიდ პოპერზე. 1881 წელს პირველად ჩავიდა ინგლისში, სადაც ორი წლის შემდეგ სამეფო ფილარმონიის საზოგადოების საპატიო წევრობა უბოძეს. 1883 წელს იგი გახდა პიანინოს პროფესორი სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში, მაგრამ 1886 წელს დატოვა სასწავლებელი.
„კვირას, თბილისის საზაფხულო თეატრში იყო გამართული კონცერტი ევროპაში გამოჩენილი პიანისტკის სოფ. მენტერისა. ეს განსაცვიფრებელი დამკვრელი აღზრდილია გამოჩენილის პიანისტის და კომპოზიტორის ლისტის ხელმძღვანელობით. არტისტკის დახელონება, თითების გავარჯიშება და განსაცვიფრებელი ძალა და სისწორე დაკვრაში კაცს აოცებს, აშტერებს და დავიწყებაში შეჰყავს. გადასვლა ძლიერის ხმებიდგან, რომლებშიც გამძვინვარებულის ბუნების ჭექა-ქუხილი მოისმის, ნაზს იდუმალებით და სიტკბოებით სავსე ხმებზე, იქამდის კაცის გონების, გამტაცებელია, რომ გამგონი აშკარად გრძნობს თავის თავზე მისს ძალას. კაცს აგონებს, რომ ეს ხმები სადღაც გაუგონია, ოდესმე მათ აუღელვებიათ მისი გული, ჰგრძნობს, რომ ისინი პირ-და-პირ ბუნების ცხოვრებიდგან არიან ამოღებულნი. ყველაზედ უმეტესად სანაქებო პიანისტკამ დაატკბო მსმენელთა ყური, უკვდავი კომპოზიტორის ლისტის თხზულებებით, მსმენელთა აღტაცებით მიიღეს არტისტკა მენტერი და აღტაცებითვე გააცილეს. სამწუხაროდ, ამ საღამოს ქართველობა ძალიან ცოტა დაესწრო და ისეთს არტისტკას, როგორიც ეს პიანისტკა არის, ძნელად შეხვდებიან, და ღირსეული ნიჭი კი ჩვენგან უყურადღებოდ არ უნდა რჩებოდეს“.[1].
ცხოვრების ბოლო წლებში სოფიმ საბოლოო გაყიდა თავისი სახლი და დასახლდა გერმანიის სტოკდორფში, ქალაქგარეთ სახლში, მიუნხენის მახლობლად, სადაც მან კატების საკეთილდღეოდ გაშენებული დიდი ტერიტორია გააჩინა. ამ რეგიონში ცნობილი იყო, როგორც "კატზნელივილი".
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Rieger, Eva, ed. Julie Anne Sadie and Rhian Samuel, "Menter, Sophie", The Norton/Grove Dictionary of Women Composers (New York and London: W. W. Norton & Company, 1995). ISBN 0-393-03487-9.
- Schonberg, Harold C., The Great Pianists (New York: Simon & Schuster, 1987, 1963). ISBN 0-671-64200-6.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სოფიო მენტერის კონცერტი 18 მარტს. გაზეთი „დროება“ #63, 21 მარტი, 1884